x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
რა გავლენას ახდენს სტრესი ჩვენს ორგანიზმზე და როგორ ვებრძოლოთ მას? ეს დღემდე არ იცოდით
რა იწვევს სტრესს? დღეს-დღეობით მისი გამომწვევი მრავალი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რასაც ჩვეულებრივ მდგომარეობად მივიჩნევთ, მაგალითად: არაკომფორტული სავარძელი, არასასიამივნო მუსიკის მოსმენა, კამათი, დილით ადრე გაღვიძება, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სიცივე, ტრანსპორტი და ა.შ.image

სტრესი ჯანმრთელობისთვის საშიშია, იგი დიდ გავლენას ახდენს როგორც ჩვენ განწყობაზე, ისე ჯანმრთელობაზე. სტრესის დროს ნებისმიერი დაავადება მწვავდება, მდგომარეობა ისე შეიძლება გამწვავდეს, რომ კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს.image

რა ცვლილებებს იწვევს სტრესი ჩვენ ორგანიზმში?

1. ამ დროს ჩვენ ორგანიზმში სწრაფად გამოიყოფა ადრენალინი და სხვა ჰორმონები, რომლებიც აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახშირებს გულისცემას და სუნთქვას, ხშირია არტერიული წნევის მატება


2. იწვევს თავის ტკივილს, ხასიათის ცვალებადობას, უმიზეზო ბრაზს, დეპრესიას, გაღიზიანებას, ენერგიის არქონას, შფოთვას

3.იწვევს იმუნიტეტის ძლიერ დაქვეითებას, რაც ხშირ შემთხვევაში მრავალი დაავადების გავრცელება-გაძლიერების მიზეზი ხდება

4.სტრესი აგრეთვე მოქმედებს სახსრებზეც, ხშირია კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი, აგრეთვე დაძაბულობის შევრძნება

5. ხშირია პირში ან ყელში სიმშრალის შევრძნებაimage

6. ხშირია თავბრუსხვევისა და სისუსტის, აგრეთვე გადაღლილობის შევრძნება

7. იწვევს გულის რევის შეგრძნებას, მუცლის ძლიერ ტკივილს, უმადობას, წონაში უეცარ მატებას, ან კლებას

8. ხშირია ხელ-ფეხის გაყინვის შეგრძნება, ოფლიანობა, ძილის დარღვევა

9. ხშირია უმიზეზო დათრგუნვა, გაღიზიანება, კანკალი, შიშის შეგრძნება, კოშმარები...

10. ხშირია მეხსიერების დაქვეითება, გონება გაფანტულობა...

როგორ ვებრძოლო სტრესს?

ამისათვის აუცილებელია ხშირად გავიღიმოთ, განვიტვირთოთ, დავისვენოთ, მოვუსმინოთ იმ მუსიკაც, რომელიც გვსიამოვნებს და რაც ყველაზე მთავარია უამრავი წვრილმანიდან ყურადღება გადავიტანოთ და ნაკლებად ვიგიქროთ მათზე.image



0
334
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0