x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
15 საუკეთესო ხუმრობა ქალებზე

ქალის იდუმალი სული მხოლოდ ფსიქოლოგების და ფილოსოფოსების შესწავლის საგანი კი არა, იუმორის კარგი მიზეზიც არის. გთავაზობთ, ინტერნეტში გავრცელებულ, 15 საუკეთესო ხუმრობას, გამონათქვამს და ანეკდოტს სუსტი სქესის წარმომადგენლების შესახებ, რომლებიც ყველაზე მეტად დაუცველები მაშინ არიან, როდესაც ფრჩხილებზე წასმული ლაქი შრება:


I. image


II. ქალი - უცნაური ფრინველია.

დილით ისე დგება, როგორც - წივწივა,

მუშაობს, როგორც კოდალა,

გვიან წვება დასაძინებლად, როგორც - ბუ.

ამასთან, როგორც მტრედმა ისე უნდა იღუღუნოს,

გარეგნობით კი ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც სამოთხის ფრინველი.


III. კამათში ქალს რომ მოუგოთ, ორი ხერხი არსებობს:

1. პირველმა უნდა იტიროთ;

2. თავი უნდა მოიმკვდარუნოთ;


IV. ყველა ქვეყნის სათავეში ქალი რომ იყოს, ომი აღარ იქნება, ქვეყნები ერთმანეთს, უბრალოდ, არ დაელაპარაკებოდნენ.

V. ქალის ტვინის 90% იმ აზრებით არის დაკავებული, თუ რა უნდა მოიმოქმედოს, რომ მან (მეორე ნახევარმა) ის გააკეთოს, რაც მას უნდა.



VI. image

VII. ქალები სამ კატეგორიად იყოფიან. არიან: ჭკვიანები, ლამაზები და კეთილები.

მაგრამ არის შერეული კატეგორიებიც:

1. ჭკვიანი + ლამაზი = ქაჯი

2. ჭკვიანი + კეთილი = ულამაზო

3. კეთილი + ლამაზი = შტერი


VIII. ქალს შეუძლია საათობით უყუროს 3 რამეს... და 7 შეიძინოს!


IX. ცოლი - ეს მხოლოდ ქალი არ არის სამზარეულოში.

ეს არის ადამიანი, რომლის ხელში შენი საკრედიტო ბარათი და შენი გულია!


X. ქალებს რომ უსმინოთ, ყველას გენიოსი შვილები ჰყავთ, იდიოტი ქმრებისგან.


XI. image

XII. სადეკრეტო შვებულება ის არის, როდესაც მაღაზიაში წასვლა - საზოგადოებაში გასვლად აღიქმება, ხოლო სტილისტთან ვიზიტი - საერთოდ, მივლინებაა!


XIII. როგორ შეიძლება ქალი მდგომარეობიდან გამოყვანა 2 მოქმედებით?

1. სურათი გადაუღეთ მას.

2. არ აჩვენოთ ფოტო.


XIV. თუ ქალს რამე მოეჩვენა, იქ აღარ არსებობს ლოგიკა, ინტუიცია და საღი აზრი.


XV. ქალისთვის გარდერობი - წამალია, ხოლო ჯანმრთელობაზე ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება. ყოველი ახალი ნივთის შეძენის შემდეგ, ის ამბობს: მე არ მინდოდა, თვითონ მეყიდინა. მეძახდა: წამიყვანე... წამიყვანეო.

imageimage
P. S. მომენტი, როდესაც კარადა სავსეა, ხოლო ჩასაცმელი – არაფერია!!! imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageკარიკატურების სერია «ჩემი ცოლი» - მხატვრის თვალით დანახული ოჯახური ცხოვრება
კარიკატურების სერია «ჩემი ცოლი» – II ნაწილი
ცხოვრება 30 წლამდე და შემდეგ

ილუსტრაციებში ასახული, წყვილის ურთიერთობა, ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ

როგორ ხედავენ კაცები ქალებს. ფოტოპროექტი, რომელმაც უამრავი ქალი გაახალისა


3
1332
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1332
  
2018, 24 აპრილი, 10:13
ზოგს ვეთანხმები, ზოგს არა..მაგრამ ზოგადად სახალისო იყო :)
2018, 24 აპრილი, 9:46
ვიხალისე ..კარგი იყო
2018, 24 აპრილი, 9:38
რა კარგი იყოოოო....ვიცინე და ვიცენე. რამდენი სიმართლე იყოოოოო
0 1 3