x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სასტუმრო „ძველი თბილისი“ -ს ფასადიდან რუსეთის დროშა ჩამოგლიჯეს (ვიდეო)
image


„თავისუფალი ზონისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ აქტივისტებმა თბილისში, ავლაბარში მდებარე სასტუმრო „ძველი თბილისის“ ფასადიდან რუსეთის დროშა ჩამოგლიჯეს.


ახალგაზრდების ჯგუფმა თავდაპირველად სასტუმროს ადმინისტრაციას თხოვნით მიმართა, ნუ დაარღვევენ საქართველოს კანონს ოკუპაციის შესახებ და განუმარტეს, რომ ოკუპირებული რუსეთის დროშა საქართველოს დედაქალაქში არ უნდა ფრიალებდეს. კანონის მიხედვით ოკუპანტი ქვეყნისა და საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია.


სასტუმროს მენეჯერმა აქტივისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დროშა ამ ქვეყნიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით აქვთ განთავსებული და მის ჩამოხსნაზე უარს აცხადებდნენ.



ახალგაზრდებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ეკიპაჟის მოსვლამდე კიბე მოიტანეს და დროშა თავად ჩამოაგდეს. შემდეგ კი სახელმწიფო სიმბოლიკა ფეხით გათელეს.


ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ მომხდარის გამო ოქმი შეადგინა და მხარეები დაკითხა.


0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0