x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კარმული ურთიერთობა - არის თუ არა თქვენი საყვარელი ადამიანი წარსულიდან?

image

ასტროლოგიაში კარმა და კარმული ურთიერთობები ერთ-ერთი რთული და საინტერესო ნაწილია. კარმა სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს და მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.

კარმული კანონების მიხედვით ქვეცნობიერში წინა ცხოვრებების გამოცდილება გვაქვს, სულსაც აქვს ტრავმული მეხსიერება და ერთმანეთსაც დაუმთავრებელი საქმეების დასამთავრებლად, ვალების გასასტუმრებლად ვხვდებით. ნებისმიერი ურთიერთობის მიზანი წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა. სწორედ ამ მიზნით მოდიან ჩვენ ცხოვრებაში ახალი ადამიანები.

კარმა შეიძლება იყოს ნეგატიური (დამანგრეველი) და პოზიტიური (განმკურნებელი). ეს დამოკიდებულია ამ ადამიანთან ჩვენს წარსულ ურთიერთობაზე და კარმულ "ვალებზე".

კარმული ურთიერთობა შეიძლება იყოს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საქმიან პარტნიორებსა და შეყვარებულებს შორის.

სასიყვარულო ურთიერთობა კარმულია თუ შემდეგი ნიშნები ახასიათებს:

image

1. მოულედნელობა - შეხვედრა დაუგეგმავია, უცნაურ ადგილას ან შეუფერებ დროს. ვიღაც თითქოს კარების შემონგრევით შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში.

2. არასტაბილური გარემო - წყვილის ცხოვრებაში იწყება ემოციების ზღვა. ჩხუბი, ბრაზი, ცრემლი, განშორება, შერიგება, შემდეგ ისევ განშორება და ასე შემდეგ. ასევე, ხშირია სასიყვარულო სამკუთხედი.

image

3. ძლიერი მიზიდულობა, რომელიც მიჯაჭვულობად იქცევა - პირველი ნახვიდან მასზე ფიქრს ვერ იშორებ. დღითიდღე იზრდება მის გვერდით ყოფნის აუცილებლობა. მის გარეშე ყოფნა იწვევს ემოციურ არასტაბილურობას, დაძაბულობას. თუ ურთიერთობა ჩიხში შედის, ვერ ახერხებთ მის მიტოვებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ტკივილს გაყენებთ.

4. ასაკობრივი განსხვავება - ხშირად ამ ადამიანებს შორის ასაკობრივი სხვაობა 8-10 წელს და მეტს შეადგენს.

5. "მე მას ვიცნობ" - შეგრძნება პირველივე ნახვისას. თითქოს სადღც უკვე გაიცანით, თითქოს მასთან ადრე დაიწყეთ ურთიერთობა (ეს ასეცაა, თქვენ მას წინა ცხოვრებაში იცნობდით და საკმაოდ ახლოსაც)!

ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვექტორული წყვილები - ანუ ვისი ბატონი ხართ და ვის ემორჩილებით

2. იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

3. Top 4 ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშანი

1
1735
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1735
  
2018, 21 აპრილი, 2:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1