x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
როგორ მოხვდნენ ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთ ფილმში და რატომ ალაპარაკდა მათ რომანზე იტალიური პრესა?
image



70-80-იანი წლების იტალიური კინოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კინოსახიობი ორნელა მუტი 15 წლის ასაკიდან მონაწილეობს ფილმებში, თავდაპირველად მხოლოდ იტალიურ ფილმებში, 1980 წლიდან კი ევროპულ კინოში იღებდნენ.

ქართველი მაყურებელი მას ორი ფილმიდან იცნობს "ჭირვეულის მორჯულება" და "უზომოდ შეყვარებული" ის კომედიური ფილმებია, რომლებიც ქართულად ითარგმნა და მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა, ორივე ფილმში ორნელა მუტი პარტნიორობას იტალიელ კინოვარსკვლავსა და მომღერალს ადრიანო ჩელენტანოს უწევს

ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი ფილმიდან "ჭირვეულის მორჯულება"


image


ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ორნელა მუტი კინოში ლეგენდარულ ქართველ მსახიობთან ოთარ კობერიძესთან ერთადაცაა გადაღებული. ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ერთმანეთს 1979 წელს გადაღებულ იტალიურ-საბჭოთა ფილმში "სიცოცხლე მშვენიერია" შეხვდნენ

ოთარ კობერიძე და ორნელა მუტი ფილმიდან "სიცოცხლე მშვენიერია" 1979 წელი

image

როგორც ცნობილი გახდა, მათ არამხოლოდ ერთად იმუშავეს ფილმზე, დამეგობდნენ კიდეც და ორნელა გადასაღებ მოედანზე ოთარ კობერიძეს თავისი ცხოვრების დრამატულ დეტალებს უამბობდა, რაც პაპპარაცებმა დააფიქსირეს და პრესაში ფოტოებთან ერთად სტატიებიც გაავრცელეს მათ შესახებ. 70-იან წლებში ორნელა მუტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და ყოველი დეტალი მისი ცხოვრებიდან ხალხის განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა, სწორედ ამით ისარგებლეს ჟურნალისტებმა.

image

ოთარ კობერიძე წლების შემდეგ ასე იგონებდა ამ ფაქტს, როცა ის იტალიურმა პრესამ "ორნელა მუტი სიყვარულად" მონათლა:

ფოტოზე - ოთარ კობერიძე ახალგაზრდობაში

imageimage

" ორნელა მუტის, რუსულ-იტალიური ფილმის "სიცოცხლე მშვენიერიას" გადაღებებისას შევხვდი, იმ პერიოდში ძალიან გულჩათხრობილი იყო. გადასაღებ მოედანზე, ჩრდილში ვისხედით და თავის გულისტკივილს მიზიარებდა. მიამბო, როგორ აწამებდა ქმარი, არ აძლევდა ბავშვის ნახვის უფლებას, თან დიდ თანხას ითხოვდა. მითხრა, მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, ფილი შევაგროვო და ბავშვი გამოვისყიდოო. თანავუგრძე ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნიჭიერ იტალიელ მსახიობს, იტალიელი ახალგაზრდების კერპს. მან მადლიერების ნიშნად თავი მკერდზე დამადო, მეც ლოყაზე ვაკოცე..


მეორე დილით გადასაღებ მოედანზე ჟურნალით ხელში მოვარდა მხიარული ორნელა, " ოთარ, ნახე, რა გამოაქვეყნეს "ჭორიკნებმა"? და მაგიდაზე ჟურნალი გადამიშალა, ფოტოზე ორნელას ჩემს მკერდზე ედო თავი, მე კი ვკოცნიდი.. იქვე დაემონტაჟებინათ ორნელას ქმრის დაღრეჯილი სახე და წარწერა: " ორნელა თავისი ახალი თეთრთმიანი სიყვარულით" - ოთარ კობერიძე

image სწორედ ასე მოხვდა იტალიური ყვითელი პრესის ფურცლებზე ოთარ კობერიძე იმ პერიოდის მეგავარსკვლავის ორნელა მუტის გვერდით. 70-იან წლებში მასზე ხუმრობდნენ: მეოცე საუკუნის ყველა ულამაზესმა ქალმა მასში განიცადა რეინკარნაცია და იმიტომაა ორნელა ასეთი ლამაზიო.

image








0
3996
10-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
3996
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0