x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
„ობიექტივის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო -- შსს-ს განცხადება
image


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია “ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფსა და ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელებს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის, მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 14:10 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ცუცქირიძის ქუჩაზე ადგილი ჰქონდა მოქალაქეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. შეტყობინების მიღებისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყეს.


პირველადი ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი, 1994 წელს დაბადებული ნ.ლ. და ოპერატორი, 1993 წელს დაბადებული დ.მ. დაგეგმილი სიუჟეტისთვის ვიდეომასალას აგროვებდნენ, რისთვისაც ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გადაღებას ახორციელებდნენ. გადამღებ ჯგუფს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროს მფლობელებთან, 1960 წელს დაბადებულ გ.ე.-სთან და 1996 წელს დაბადებული ე.ე.-სთან სიტყვიერი კონფლიქტი მოუხდათ, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.



ამ დროისთვის, „ობიექტივის“ თანამშრომლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ, სხეულის დაზიანებებით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის, გ.ე.-ს, ე.ე.-სა და დ.მ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.


ამავე თემაზე: თავდასხმა „ობიექტივის“ ჟურნალისტებზე - გადამღებ ჯგუფს დაზიანებები აღენიშნება

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0