x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდოეთში, თვითმფრინავის ტუალეტში 4 ზოდი ოქრო იპოვეს
imageკონტრაბანდული ძვირფასი ლითონის ფასი 1, 22 მილიონი რუპიაა(დაახლოებით 188 000 აშშ დოლარი).


ინდოეთის ქალაქ მანგალურის მებაჟეებმა თვითმფრინავის უნიტაზში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ოქროს ზოდები, რეისი დუბაიდან დაეშვა.ამის შესახებ ინფორმაციას NDTV ავრცელებს.


ინციდენტი მოხდა გუშინ, 18 მარტს, ინდური ავიაკომპანია Jet Airways-ის თვითმფრინავზე.ოქროს კილოგრამიანი ზოდები მებაჟეებმა თვითმფრინავის ტულეტში იპოვეს.წინასწარი მონაცემებით ოქრო კურიერს უნდა წაეღო.


ამასთანავე ოქროს მცირე ზოდები აღმოუჩინეს ერთ-ერთ მგზავრს, რომლის ღირებულებაც 700 000 რუპიაა(10, 7 $)მას ოქრო სწორ ნაწლავით გადაჰქონდა და იქვე აეროპორტის ტერიტორიაზე დააკავეს.მეორე ეჭვმიტანილი მიიმალა, პოლიცია ეძებს მას.


image

2013 წელს ანალოგიურად, კოლკატას აეროპორტში Jet Airways-ის თვითმფინავის ტუალეტში აღმოაჩინეს 24 ოქროს ზოდი, რომლის ღირებულება 1, 1 მილიონი აშშ დოლარი იყო.


ინდოეთი ითვლება ოქროს ერთ-ერთ მთავარ მომხმარებელ ქვეყნად მსოფლიოში და მისი დეფიციტი განისაზღვრება, როგორც ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო საქონელი, შესაბამისად კონტრაბანდული გზით შემოტანის შემთხვევებიც საკმაოდ ხშირია.

image

იხილეთ აგრეთვე

0
62
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0