x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
საპატრიარქო გვარამიას ტყუილში ადანაშაულებს - „შეხვედრა თვითონ ითხოვა“
image


პატრიარქისა და ნიკა გვარამიას შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ უწმინდესთან შეხვედრა გვარამიამ მოითხოვა და ეს პატრიარქის ინიციატივა არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო განმარტებას აკეთებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.


სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და “შაბათის კურიერის“ “პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.



ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.


შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.


კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ. გვარამიას) ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს.


P.S. რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა, “ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში


როგორც გვარამიამ აღნიშნა, პატრიარქმა მას უთხრა, რომ „რუსთავი 2“ კეთილ საქმეს აკეთებს და ამდენი სიკეთე არავის გაუკეთებია. გადაცემის წამყვანი ნოდარ მელაძე გვარამიას დაემოწმა და თქვა, რომ პირად საუბრებში სხვა სასულიერო პირებიც ხშირად გამოხატავენ მადლიერებას მათი მუშაობის მიმართ.


„რუსთავი 2-ელების გასაგონად და მათ შორის შენს გასაგონადაც მინდა ვთქვა, პატრიარქმა თანმხლები ადამიანების თანდასწრებითაც და მერე ცალკეც მითხრა, იმდენ სიკეთეს, რამდენსაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ვინმე თუ აკეთებს. მას დიდი იმედი აქვს, რომ კიდევ ბევრს გავაკეთებთ, რომ ქვეყანას რამე ეშველოს, “ - აღნიშნა გვარამიამ.


ეს გაცხადებები დღეს, „შაბათის კურიერის“ ეთერში გაკეთდა, რომლის გამხსნელი სიუჟეტიც სწორედ პატრიარქის გვარამიასთან შეხვედრას მიეძღვნა და გადაცემის სტუმარიც სწორედ ნიკა გვარამია იყო.


1
61
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
61
  
2018, 19 მარტი, 11:07
თავის დროზე უნდა დახურულიყო რუსთავი 2!!!
0 1 1