x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
–"პარადზე კი არ მივდიოდიო!"–ენაკვიმატი გურულები

imageერთხელ, მთვრალ ვანო კუტუბიძეს სატვირთო მანქანით ჩაის ქარხანაში ჩაი მიჰქონდა ჩასაბარებლად.მდ.გუბაზეულის ხიდს გაღმა, მანქანა რაღაც მარცხად, გადაბრუნებულა.ამ დროს ოზურგეთიდან მომავალ მსუბუქ მანქანაში მთვრალი პოლიციელები ისხდნენ თურმე, ვერ შეუნიშნავთ მანქანა და შესჯახებიან.

საქმე ჩოხატაურის სასამართლოს გადასცემია გასარჩევად.მოსამართლე ეუბნება ვანოს:–არ იცი?როცა მძღოლი ავარიას მოახდენს, წითელი დროშა უნდა გამოდგას, რომ სხვა მძღოლებმა ადვილად შენიშნონო.

–ძამა, მე ჩაი მიმქონდა ჩასაბარებლად, თვარა პარადზე კი არ მივდიოდი, წითელი დროშა რომ წამეღოო!–გადარეულა თურმე ვანო.

0
108
შეფასება არ არის
ავტორი:დარეჯან ჩახვაძე
დარეჯან ჩახვაძე
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0