x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134692
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508906
ინდოეთში ქმარმა ცოლს მჟავა შეასხა მხოლოდ იმიტომ,რომ გოგონა იმშობიარა(ვიდეო)
imageტრაგედია თან ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს მოხდა, მამაკაცმა ცოლს სახეში მჟავა შეასხა მხოლოდ იმიტომ, რომ ვაჟის მაგივრად გოგონა იმშობიარა, ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.შემთხვევა მოხდა მორადაბადში, ნიუ-დელის მახლობლად.


სირაჯმა საკუთარ ცოლს, 25 წლის ფარაჰს ბრალი დასდო იმაში, რომ მოვალეობა ვერ შეასრულა და ვერ აჩუქა მემკვიდრე ბიჭი.


აქამდე ახალგაზრდა ქალი გამუდმებით იტანდა დამცირებას და ცემას სირიჯისგან და მისი ოჯახის წევრებისგან, თან ისინი უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ პირველი შვილი ვაჟი არ გაჩნდა.

თავდასხმა მოხდა მეორე ქალიშვილის გაჩენის შემდეგ.


"ყოვედღიურად ვიტანდი წამებას და დაცირებას, მაგრამ ჩემს ქალიშვილების კეთიდღეობაზე ფიქრი მაკავებდა, ვინ იზრუნებდა ბავშვებზე სირაჯს თუ მივატოვებდი?მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ ის ასეთ ნაბიჯს გადადგავდა.ამას არასდროს ვაპატიებ"-აღნიშნა ფარაჰმა.

image

32 წლის სირაჯი ამჟამად დაკავებულია, ხოლო ახალგაზრდა ქალი ჰოსპიტალშია გადაყვანილი.ფარაჰს დამწვარი აქვს სახე, ხელები და მუცლის ნაწილი.


დაზარალებულის დამ განაცხადა, რომ ფარაჰი 8 წლის წინ გათხოვდა თავის მწვალებელ ქმარზე, მემკვიდრის გარდა შარშან მან ცოლს მზითევიც მოსთხოვა.

image

იხილეთ ვიდეო

imageასევე დაგაინტერესებთ

image

0
134
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0