x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508497
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მუშაობა გაჩერდა

image


რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურმა „რუსთაველმა“ მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ადასტურებს.


გავრცელებული ინფორმაციით, მეტროპოლიტენისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სადგურში მისულ მგზავრებს განუცხადეს, რომ ესკალატორი დაზიანდა და ამ მიზეზით უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სადგურზე ჩასვლა შეჩერებულია.
დამატებით დეტალებზე მეტროპოლიტენის თანამშრომლები ღიად არ საუბრობენ. ამ დროისთვის უცნობია რამდენ ხანში განაახლებს მეტროსადგური "რუსთაველი" მუშაობას. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ჟურნალისტები, რომლებიც დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობენ.
0
271
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0