x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დაპირისპირება რუსთავი-2-ის ახალი მუსიკალური პროექტის გარშემო:ნინო ჩხეიძე ნიკა გვარამიას და მარინა ბერიძის წინააღმდეგ

image

როგორც ცნობილია რუსთავი-2-ზე ახალი მუსიკალური პროექტი "მხოლოდ ქართული"იწყება, სადაც მხოლოდ ქართულენოვანი სიმღერები იქნება წარმოდგენილი, შესარჩევი ტური ქალაქ გორიდან უკვე დაიწყო, ცნობილია ახალი კონკურსის ჟიურის წევრებიც, ესენი არიან: მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკაშვილი.

ამის გამო უკმაყოფილობა გამოთქვა, მომღერალმა ნინო ჩხეიძემ .მისი განცხადებით, თავის დროზე გენერალურ დირექტორს შესთავაზა "საქართველოს ფანოღის" გადატანა რუსთავი-2-ზე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში "კომედი არხზე" გადიოდა(რომლის მფლობელიც რუსთავი -2-ია)

"საქართველოს ფანოღის“ გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე სახელად „მხოლოდ ქართული“. იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრა ტეხავს“-წერს სოციალურ ქსელში ნინო ჩხეიძე.

image

ჩხეიძეს გამოეხმაურა სოფო ნიჟარაძე და ნიკა გვარამია, ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ "კომედი" არხზე გასული პროექტი "საქართველოს ფანოღი" უფრო იუმორისტულ ჭრილში განიხილებოდა, რასაც ნინო ჩხეიძის გაღეზიანება მოჰყვა:

"სამწუხაროა რომ მე სხვას მეუბნებიან და შენ სხვა რამ დაწერე, მაგრამ ერთი ის მიხარია რომ გულწრფელი ხარ და რასაც ფიქრობ იმას წერ, ეხლა უკვე გავიგე ბოლო წლების განმავლობაში რატომ ვარ დაბლოკილი თქვენს არხზე ნანუკას შოუს გარდა, იმასაც მივხვდი რომ დროის და სტატუსების ცვლილება თურმე მოქმედებს ადამიანებზე. არ მეგონა თუ შენთვის და რუსთავი 2-ისთვის მარტო იუმორისტულ ჭრილში განვიხილებოდი, ნეტავ კიდევ რა ჭრილში მიხილავს რუსთავი 2 "-წერს ჩხეიძე.

image


image

მალევე მათ კამათს გამოეხმაურა მარინა ბერიძე:"თუ მუსიკოსი ხარ, ძალიან კარგად უნდა იცოდე, რომ ფანოღი, როგორც ჟანრი არ არსებობს და ქართული სიმღერის გაიგივება ფანოღთან არაადეკვატური და ძალიან სასაცილოა. რაღაც პროექტი რომ იყო „კომედი არხზე“ ვიცოდი, მაგრამ როგორც მახსოვს ის იუმორისტული პროექტი იყო. რანაირად შეიძლება იმ პროექტის გაიგივება გააკეთო ფანოღთან სადაც მე ვარ (და ნინომ ძალიან კარგად იცის, რა მაქვს გაკეთებული ჩემი ცხოვრების მანძილზე), სადაც გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძეა. ვერაფრით ვერ ვხვდები...ვერავინ დაბლოკავს ძალიან ნიჭიერ, მაგარ მომღერალსა და მუსიკოსს. არ მესმის. მე მეგონა ნინომ თავისი ადგილი ძალიან კარგად იცოდა და ამის გამო ძალიან კარგად ვიყავი მის მიმართ განწყობილი. არასდროს ჰქონია ამბიცია დიდ მუსიკოსობაზე, ამ გადასახედიდან არ ვიცი რა ვიფიქრო. რას ნიშნავს პროექტი წაართვეს. ე.ი. „ჯეოსტარი“ რომ დამთავრდა და „საქართველოს ვარსკვლავი“ დაიწყო და მე არ ვიყავი, უნდა გამოვარდნილიყავი და მეთქვა, პროექტი წარამთვეს-მეთქი?! ახლა იმედზე „იქს ფაქტორი“ რომ დაიწყება, „ნიჭიერი“ რომ იყო, წართმევა ეგ არის, მაგრამ ვამბობთ, რომ წაგვართვეს?! არავინ ხმას არ ვიღებთ. ერთი ჩვევა მაქვს, მხოლოდ საქმით უნდა დავუმტკიცო ყველას, რა კარგია და რა - ცუდი.



ეს ჟანრი არ არის დიდ სცენაზე გამოსატანი. ეს არის რესტორნის, სამარშრუტო ტაქსის და ა. შ მომხმარებლისთვის. იქ სადაც ნანი ბრეგვაძე განიხილება, შეიძლება, ნინო ჩხეიძე განიხილებოდეს?! ძალიან მინდა ყველას ვურჩიო, თავისი ნიშა დაიკავონ და ნუ გადაუხვევენ. ძალიან კარგია როცა შენი ადგილი იცი და ის, თუ სად უნდა გამოყო თავი და სად - არა. "-აღნიშნა მარინა ბერიძემ "primetime"-თან საუბარში.

ნინო ჩხეიძემ მარინა ბერიძეს უპასუხა:" მთელი ცხოვრების მანძილზე აკრიტიკებთ ადამიანებს, მათ შემოქმედებას და ამოფარებული ხართ იმ ადამიანების რეგალიებს ვისაც მართლა აქვს შექმნილი ღირებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე. ნიჭია ადამიანების ლანძღვა და ზემოდან ყურება. ეს კი გაგიკეთებიათ და ალბად ასეც გააგრძელებთ თქვენს შემოქმედებას. უკეთესი იქნება სანამ მე ჩემი კოლეგების სახელებითა და გვარებით მომმართავ, თავად გაერკვიო კარგად, ვის რა აქვს შექმნილი, ვინ რას წარმოადგენს და თქვენ ვინ ხართ. არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო თქვენი სარკაზმი იმასთან დაკავშირებით რომ მე თავის შეხსენება მჭირდება ხალხისთვის. აბა ვინ ხალხზე მელაპარაკებით? მანდ რომ დასხედით და იუმორინას მეძახით, მუსიკას რო ასწავლით ერს და თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად ვინც თქვენ გაწყობთ იმას რომ ეძახით ქრთული მუსიკის შემსრულებლებს? ამ ხალხს უნდა შევახსენო თავი? თუ ამბიციური საფეხურიდან ცოტა ქვემოთ ჩამოხვალთ, აღმოაჩენთ რომ მე ხალხის სიყვარული არ მაკლია, რითიც მე ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობელი ჩემი ქვეყნის და ჩემი მსმენელი"

თუ საკუთარ თავთან დარჩები და კოლექტიურ აზროვნებას გაეთიშები, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილს ნამდვილად იპოვი, შენს ადგილს, სად უნდა გამოყო თავი და სად -არა!

image

8
1939
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1939
  
2018, 27 თებერვალი, 14:31
არაჩანდა, რას ნერვიულობ თუ კაცი ხარ ეს საქართველოა დაგავიწყდა?
ქართული როკის ლეგენდა (მე ასე გამიგია) სიმსივნით დაიღუპა და ამ "ვარსკვლავებს" თითი არ გაუნძრევიათ მის დასახმარებლად.
შენი თქმისა არ იყოს არცერთს არ ვუსმენ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან.
2018, 27 თებერვალი, 8:58
ყველაზე ძალიან რაც მკლავს ესაა საზოგადოების ფარისევლობა რაიმე საკითხის მიმართ..არა მარტო ამ შემთხვევაში...რა დონეზე ლაპარაკობენ ან ბერიძე ან სოფო ნიჟარაძე..დონე არა იხვი...ერთი ნიჟარაძის ჰიტი შემახსენეთ და მერე თუ გინდა კეტით მცემეთ,ათასაჯერ გაუპატიურებული "თბილისო" და რამდენიმე უცხოური ნაბლუყუნები ქავერი..ეგააა ნიჟარაძე..ნანი ბრაგვაძე?არ მითხრათ ახლ სულ მაგის რუსული რომანსები გადაბულბულებული გვაქვო...არც ბრეგვაძეს მსმენელი ვარ,არც ჩხეიძესი და სოფო ნიჟარაძე საერთოთ(ან რა აქვს მოსასმენი?)..მაგრამ მაგ ჩხეიძემ თავის შესრულების მანერა შექმნა,გააცოცხლა 50-იანი 60-იანი წლების სიმღერები,რომელბიც დღეს ბევრს არც ეცოდინებოდა და იუ ტუბზე მის სიმღერებს 10-ჯერ მეტი ნახვა ააქვს ვიდრე ბრეგვაძეს და ნიჟარაძეს ერთად აღებულს..აი ესაა ფაქტი!ახლა გინდა ჰარიჰარალო ეძახეთ და გინდა დიმპიტაური
2018, 26 თებერვალი, 22:30
:))))))))))
2018, 26 თებერვალი, 14:28
:))))))))))))))))))))))))))))
2018, 25 თებერვალი, 0:21
მე არც ბერიძეზე მაქვს პრეტენზია და არც ნინოზე,მაგრამ ისე მართლა რა ეწყინა,შეურაცყოფას არ ვაყენებ მაგრამ კარგად იცის რა ჰარი ჰარალოსაც მღერის,და მსმენელიც ყავს და ღმერთმა გაუმარჯოს,მაგრამ როცა ამ ჟანრს მღერი,რაღაც-რაღაც პრეტენზიები არ უნდა გქონდეს... :/ თვითონაც კარგად იცის რა სისულელეს მღერის და მხოლოდ იმიტომ რომ დღეს ამით უფრო იშოვება ფული. :)
2018, 24 თებერვალი, 18:45
ჰოო, მაგ "ტიპსაც" მაგრად ვერ ვიტან. ჯერ დაჭირდა მაყაშვილები, სტეფანე და ნინოები, მერე შემოიფრთხო და ახლა დგას და თურმე ყველა მან ამოიყვანა ჭაობიდან და გაუნათლებელი მუსიკოსები და არტისტები არიან. მდააა....
2018, 24 თებერვალი, 18:39
100%-ით გეთანხმები და ეს გვარამიაც მაგარი ცინიკოსია
2018, 24 თებერვალი, 18:32
ამ შ4მთხვევას არ ვეხმაურები, უბრალოდ ვერ ვიკავებ თავს და უნდა ვთქვა, რომ ჯეოსტარიდან მოყოლებული, ამ მარინა ბერიძის ატანა არ მაქვს, ცინიკოსი ქალია, ყველას დასცინის და თავი მოცარტი ჰგონია, ფუუუ... განათლება რაა, თუ არა, სხისი აზრის და ნიჭის პატივისცემა?! ეს ქალი "გაუნათლებელია"!
0 1 8