x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მოამზადეთ ეს საშუალება და ერთი კვირის შემდეგ ზედმეტი თმები დაივიწყეთ
image

არასასურველი თმების მოშორების უამრავი გზა არსებობს:საპარსი, დეპილატორი, ეპილაცია, ცვილით ეპილაცია, შუგარინგი და ა.შ. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მათი გამოყენების შემდეგ თმა უხეშდება ან ბრუნდება და ახალი პრობლემის წინ ვდგებით.

ეს საშუალება არამხოლოდ ზედმეტ თმას, არამედ კანის მკვდარ და გაუხეშებულ უჯრედებსაც მოგაშორებთ.

ინგრედიენტები:


1 ჩ.კ. სოდა

1 ს.კ. ყავის ნალექი

რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი ან კოსმეტიკური ზეთი


მომზადება

აურიეთ ყავის ნალექი და სოდა, დაუმატეთ ზეთის რამოდენიმე წვეთი, რომ მასა მშრალი არ გამოვიდეს.

image

მიღებული მასა წაისვით იმ ადგილებში, სადაც არასასურველი თმა გაქვთ, წინასწარ დაიორთქლეთ კანი ან გამოიყენეთ საშუალება შხაპის მიღების დროს. სკრაბი წაისვით თანაბარ ფენად და 15 წუთის განმავლობაში მსუბუქი მოძრაობით დაიზილეთ კანი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ერთი კვირის მანძილზე ყოველდღე გაიმეორეთ.

image

ბიკინის ზონისთვის ამ სკრაბს ნუ გამოიყენებთ, რადგან კანი იქ მეტისმეტად ნაზია, ფეხებისთვის და ხელებისთვის კი შესანიშნავი საშუალებაა. ერთი კვირის შემდეგ უნაკლოდ სუფთა და კრიალა კანი გექნებათ.


0
150
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0