x
მკერდის კიბო, დიაბეტი და მათთან დაკავშირებული სტიგმა
image

მკერდის კიბო არის კიბოს ისეთი ფორმა, რომელიც ვითარდება ლიმფურ კვანძებსა და ქსოვილებში. მკერდის კიბო შესაძლოა იყოს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. თუმცა, ქალბატონებთან ის გაცილებით ხშირია.


მრავალი არასწორი შეხედულება არსებობს მკერდის კიბოსთან დაკავშირებით. საზოგადოების მიერ ეს თემა ნაწილობრივ ტაბუირებულია. ქალთა ნაწილი, რომელიც ინტერვიურებული იყო ერთ-ერთი უნივერსიტეტის კვლევის დროს, ამბობდა რომ მათ ჰქონდათ დანაშაულის განცდა ამ დაავადების ქონისთვის და გრძნობდნენ, რომ ისინი გარიყულნი იქნებოდნენ საზოგადოებისგან თუ მათ ეცოდინებოდათ მათი ამ დაავადების შესახებ. სხვებს ეშინოდათ ამ დაავადების გავლენისა საკუთარ თვითშეფასებაზე და მათი ურთიერთობის პოტენციური გაუარესებისა მეუღლესთან და ოჯახის სხვა წევრებთან. ერთმა ქალმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მისი ავადმყოფობა ახსნა, როგორც ღვთის სასჯელი. ნაწილმა თქვა, რომ ისინი ვერ იღებდნენ მეუღლისგან თანადგომას დიაგნოზის დასმის შემდეგ და ნაწილს კიდევ ეშინოდა მიტოვებულობის. სწორედ მკერდის კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის გამოა, რომ ქალბატონები არ ცდილობენ მოიძიონ და მიიღონ ის მკურნალობა, რაც მათ სჭირდებათ. ეს კი უბიძგებს მათ თვითიზოლირებისა და დუმილისკენ.


ინდოეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებსაც არ მიუღიათ რაიმე სახის ფორმალური განათლება ან დაამთავრეს მხოლოდ საშუალო სკოლა, იღებდნენ უფრო მაღალი დონის სტიგმას, ვიდრე ისინი, ვინც დაამთავრა კოლეჯი . ასევე მოიპოვება ლიტერატურა იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების მაღალი დონე ჯანმრთელობის შესახებ უკეთეს ცნობიერებასთან და ნაკლებ სტიგმასთანაა კავშირში. ასევე გაზრდილი სტიგმა შეინიშნება ახალგაზრდა პაციენტების მიმართ.ამ ფაქტის სავარაუდო ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ ახალგაზრდა ქალი მუდმივად იღებს სოციალურ შეფასებას მისი სხეულის შესახებ და მსგავსი ტიპის პრობლემები მეტად სტრესის შემცველია მათთვის. ამის საპირისპიროდ, უფროსი ქალებს უკვე გამოუცდიათ ცვლილებები საკუთარ გარეგნობაში და ფსიქოლოგიურად მეტად არიან მზად გარეგნობაში ცვლილებების მიმართ.



ლამპექტომიის კავშირი (ქირურგიის ის სახე, რომლის დროსაც ხდება სარძევე ჯირკვლის ნაწილობრივი მოკვეთა) სტიგმასთან, მხარს უჭერს იდეას, რომ არამხოლოდ მასტექტომია ჩატარებული პაციენტები ექცევიან სტიგმის ქვეშ. პორტუგალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სირცხვილის განცდა მასტექტომიის ჩატარების შემდეგ იზრდებოდა დროის გასვლასთან ერთად.


ახლა კი, განვიხილავთ ენდოკრინული დარღვევას - დიაბეტს და მასთან დაკავშირებულ სტიგმას. შაქრიანი დიაბეტის კლასიფიკაცია ემყარება ეტიოლოგიურ პრინციპს. გამოარჩევენ მის ორ ძირითად სახეს: ტიპი1 ანუ ინსულინ-დამოკიდებული ან იუვენილური დიაბეტი ამ დროს აღინიშნება ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი.ტიპი2 ანუ ინსულინ-დამოუკიდებელი ან მოზრდილთა დიაბეტი - ხასიათდება ინსულინის მიმართ რეზისტენტობით.


ადამიანებს, რომელთაც აქვთ პირველი და მეორე ტიპის დიაბეტი ესაჭიროებათ განსაკუთრებული ზრუნვა, რომ მათი გლუკოზის დონე სისხლში მუდმივად ოპტიმალური იყოს, იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ დიაბეტთან დაკავშირებული გართულებები. ეს აქტივობები მოიცავს სისხლში გლუკოზის დონის მონიტორინგს, ინსულინის შეყვანას, მედიკამენტების მიღებას, ჯანსაღად კვებას და ფიზიკურ აქტივობებში ჩართვას. თუმცა, სწორედ ეს აქტივობები ხდება მიზეზი სოციუმის მხრიდან უარყოფითი შეფასებებისა. შიში იმისა, რომ არ იქნები მიღებული, მოგექცევიან განსხვავებულად ან დაზიანდება ურთიერთობები მნიშვნელოვან სხვებთან - ესაა ის პრობლემები, რაც თან სდევს დიაბეტის მქონე ადამიანებს. დანაშაულის, სირცხვილისა და მარცხის განცდა თან ახლავს ინსულინის შეყვანის პროცესს.


ზრდასრულები ასევე თავს გრძნობენ უხერხულად როცა მათ უწევთ უარი თქვან არაჯანსაღ კვებაზე სოციალურ წვეულებებსა და შეხვედრებზე. ამან შეიძლება შემაჩერებელი ეფექტი იქონიოს მომავალში ჯანსაღი კვების არჩევანზე. ინტერვიურებისას, ჩინელმა მოზრდილებმა ჰონგ კონგიდან აღნიშნეს, რომ მათ შეუნიშნავთ ზიზღის გამომხატველი მზერა სხვებისგან, როცა ინსულინი შეჰყავდათ საზოგადოებრივ ადგილას, მიჩნეულნი იყვნენ რა ნარკოტიკის მომხმარებლებად . ასევე სხვები ადანაშაულებდნენ მათ თავიანთი მდგომარეობის გამოწვევისთვის. 13 დან ექვსმა მონაწილემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი სამსახურის დაკარგვის მაღალ რისკის მქონენი იქნებოდნენ თუ გაანდობდნენ თავიანთი დაავადების შესახებ კოლეგებსა და დამქირავებელს.


არასტრუქტურირებული ინტერვიუს დროს, ავსტრალიელმა მოზრდილმა მეორე ტიპის დიაბეტით, თქვა რომ : ერთ-ერთ შეხვედრაზე, ყველა ის ადამიანი, ვინც დიაბეტით იყო დაავადებული, დასვეს ცალკე მაგიდასთან და მიუტანეს ექსტრემალურად შეზღუდული მენიუ. ზოგიერთი კვლევის მონაწილე ასევე წუხდა იმის შესახებ, რომ მათ სჭირდებოდათ სერთიფიკატი ექიმისგან, რათა განეახლებინათ მართვის მოწმობა. სხვა პრობლემები უკავშირდება ნარკომანობაში შეშლასა და ჰიპოგლიკემიის ეპიზოდის დროს შეცდომით ალკოჰოლმომხმარებლად მიწერას.ერთ-ერთ კვლევაში, სადაც სამხრეთ აზიელები იღებდნენ მონაწილეობას, დიაბეტის მქონე პირები აღნიშნავდნენ, რომ ისინი გრძნობდნენ ზეწოლას ოჯახის მხრიდან, დაემალათ თავიანთი მდგომარეობა, რადგან ეს გავლენას მოახდენდა მომავალში მათი ქორწინების პერსპექტივაზე.


სტიგმის არსებობა შეინიშნება აგრეთვე სოციალურ და დასაქმების შესაძლებლობებში .კვლევაში მონაწილე პირები სამუშაოზე არსებულ დისკრიმინაციას მიაწერდნენ თავიანთ ჯანმრთელობის მდგომარეობას





0
34
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ მამულაშვილი
თინათინ მამულაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0