x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
არ იცით როგორ მოიქცეთ? ოშოს კარტები დაგეხმარებათ
image

ხშირად ხდება, რომ ცხოვრებას ჩიხში შევყავართ და უკვე აღარ ვიცით რა გზას დავადგეთ. ასეთმა გაურკვეველმა სიტუაციამ კი დეპრესიამდეც შეიძლება მიგვიყვანოს.ასეთ მომენტებში ძალიან გვჭირდება მინიშნება. ეს ტესტიც ერთგვარი მინიშნებაა, თუ რა გზას დაადგეთ ჩიხიდან გამოსასვლელად.

კარტის ამორჩევამდე მოდუნდით და შეეცადეთ არაფერზე იფიქროთ. შემდეგ კი შეხედეთ ეკრანს და აირჩიეთ ის კარტი, რომელსაც გული გიკარნახებთ.

image


აირჩიეთ?-ახლა კი წაიკითხეთ რას გიმზადებთ ბედი.


1.ძალიან ჩქარობ და ცდილობ ისეთ რაღაცეებს წაეტანო, რაც სრულიად არ გჭირდება. შეჩერდი და მიეცი საკუთარ თავს დრო, რომ სამყაროს მშვენიერება აღიქვას.მიმოიხედე ირგვლივ და დატკბი იმით, რასაც ბუნება გჩუქნის.. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის და თუნდაც წიგნები იკითხეთ.

2.ძალიან დაღლილი ხართ და დასვენება გინდათ. კარგად გამოძინება არ გაწყენდათ, მაგრამ მთავარი სულიერი სიმშვიდეა. გაატარეთ თუნდაც ერთი დღე სრულ სიმარტოვეში.განდევნეთ ყველა რუტინული ფიქრი და შემოქმედებით უნარს თავისუფლება მიეცით. თავადვე დარწმუნდებით, რომ ამის შემდეგ ცხოვრებას სულ სხვა ფერებში დაინახავთ.

3.მზად ხართ ცვლილებებისა და ახალი ქმედებებისთვის. მოიშორეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით და თქვენი ოცნებისკენ წადით. განაგდეთ ეჭვები. სწორედ ახლა, თქვენ ყველაფერი გამოგივათ.

image

4.შეწყვიტეთ რაღაც უცხო ჩარჩოებში საკუთარი თავის მოქცევა. მოიშორეთ ისინი. ძალიან მომთხოვნი ხართ საკუთარი თავის მიმართ და ცოტა თავისუფლება მიეცით თქვენს თავს.

5.ცდილობთ პრობლემებს დაემალოთ, მაგრამ ეს არ გიშველით, მათი გადაჭრის დრო დადგა. თავი ხელში აიყვანეთ და კიდევ ერთხელ გააანალიზეთ ეს პრობლემა. გამოსავალს აუცილებლად იპოვით და ყველაფერი კარგად იქნება.

6.საკუთარი თავის უნდა გჯეროდეთ. დიდი პოტენციალი გაქვთ და სულ ტყუილად მალავთ ამას. ყველაფერს შეძლებთ, რასაც მოინდომებთ. იმოქმედეთ!

image

7.შენ-მზე ხარ. ყველას ნუსხავ შენი შინაგანი სინათლით და მისი მეშვეობით შეგიძლია სამყარო დაიპყრო. იხარე და გააგრძელე ნათება.არავითარი მიზეზი არ გაქვს შეშფოთებისთვის. ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

8.შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა აზრი. დროა ამისგან გათავისუფლდე. როგორც კი ასე მოიქცევი, ყველაფერი დალაგდება.

9.შენ თავად იგონებ ზედმეტ პრობლემებს. უბრალოდ მორჩი ამის გაკეთებას.საკმარისი ძალა და სიმამაცე გაქვს და ორმაგი მონდომებით იმოქმედე.

image

10.თქვენ სითბო გაკლიათ.დაელაპარაკეთ ახლობლებს, შეხვდით მეგობრებს ან დაურეკეთ მშობლებს. ეს გჭირდებათ.

11.ბევრი შეცდომა დაუშვით, მაგრამ ეს მიზეზი არაა, რომ იჯდეთ და წარსულზე იფიქროთ გამუდმებით. წინ უნდა წახვიდეთ. გააკეთეთ დასკვნები, მიუტევეთ საკუთარ თავს და ნელნელა ყველაფერი მოგვარდება.

12. წვრილმანებზე ხურდავდებით. ნუ მიეცემით მრისხანებას, შურს და წყენას. ისწავლეთ მიტევება და თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება.



0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0