x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
დელფინი ფეხმძიმობის ტესტის ნაცვლად და კიდევ 5 გიჟური რჩევა
image

ზოგჯერ, რაც უფრო აბსურდულად ჟღერს ინფორმაცია, მით უფრო ადვილად გვამახსოვრდება. ეს 7 რჩევა ასეთი “აბსურდის“ კატეგორიაში გადის, მაგრამ მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ თუ ხელთ პრობლემის გადაჭრის სხვა საშუალება არ გვაქვს, ისინი ნამდვილად გამოგვადგებიან, თუმცა მათ შემოწმებას მხოლოდ გიჟი თუ გადაწყვეტს.

1.ჭრიჭინა თერმომეტრის ნაცვლად

image


როგორ გავიგოთ ჰაერის ტემპერატურა, თუ ხელთ არანაირი მოწყობილობა:თერმომეტრი, სმარტფონი... არ გვაქვს? უბრალოდ, მოძებნეთ ჭრიჭინა. ფიზიკოსმა ამოს დოლბეარმა მათზე დაკვირვების შედეგად დაასკვნა, რომ ჭრიჭინის ინტენსივობა ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ ჰაერის ტემპერატურა გამოვთვალოთ (ცელსიუსით), უნდა დავითვალოთ ჭრიჭინას მიერ გამოცემული ხმების რაოდენობა 8 წამის განმავლობაში და შემდეგ დავუმატოთ 5.


2.დელფინი ფეხმძიმობის ტესტის ნაცვლად

imageცნობილია, რომ ზღვის ძუძუმწოვრები ინფორმაციას ხმოვანი ტალღების საშუალებით იღებენ. ეს ხმოვანი ტალღები დელფინის თავში რადარივითაა მოწყობილი და ძუძუმწოვრებს მოსალოდნელ საშიშროებაზე აფრთხილებს, მაგრამ მათ ასევე ფეხმძიმობის ამოცნობაც შეუძლიათ. სპეციალისტების მოსაზრების თანახმად, ექოლოკაციის საშუალებით დელფინები ნაყოფს გრძნობენ და განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებენ ფეხმძიმე ქალის მიმართ. მათთან ახლოს მიცურავენ, მუცლის გარშემო ტრიალებენ, ცხვირით ეხებიან და ზუზუნისმაგვარ ხმებს გამოსცემენ.


3.სპილო მეტეოროლოგის ნაცვლად

imageმკვლევარები 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ სპილოების გადაადგილებას და დასკვნეს, რომ ეს ცხოველები 100 კმ-ის მოშორებით გრძნობენ ქარიშხალს. ამიტომ, თუ თქვენს გვერდით სპილო აღმოჩნდა დააკვირდით და გაიგებთ, დაგჭირდებათ თუ არა ხვალ ქოლგა-თუ სპილოებმა მოულოდნელად მიატოვეს თავისი ადგილი, ხვალისთვის კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი.


4.დამპალი თევზი ღამის ხედვის მოწყობილობის ნაცვლად

imageბევრი ცხოველი სიბნელეში კარგად ხედავს, სამწუხაროდ ადამიანს არ გაუმართლა და ღამის ხედვის მოწყობილობა სჭირდება სიბნელეში რომ დაინახოს. მაგრამ, როგორ მოვიქცეთ, თუ ეს მოწყობილობა ხელთ არ გვაქვს? ალტერნატივა ბუნებაშია. მაგალითად, მე-18 საუკუნეში ნიუკასლის მეშახტეები ამისთვის დამპალ თევზს იყენებდნენ. ბაქტერიები, რომლებიც დამპალი თევზით იკვებებიან ბიოლუმინესცენციურ შუქს გამოყოფენ. ამერიკელმა მეშახტეებმა გაცილებით უკეთესი მეთოდი გამოიგონეს, ისინი ციცინათელებით ავსებდნენ ხოლმე მინის ქილებს. ინდონეზიელები ბიოლუმინესცენციურ სოკოებს იყენებდნენ, ხოლო იაპონელები, მეორე მსოფლიო ომის დროს, რუკების წასაკითხად მანათობელ მოლუსკებს იყენებდნენ.


5.ოქროს თევზი ალკოჰოლური სასმელის ნაცვლად

image

ზამთარში, როცა ტბები ყინულით იფარება და ჟანგბადთან წვდომა აღარ აქვთ, თევზები რძის მჟავას გამოიმუშავებენ, რომელსაც თხევად სპირტად გარდაქმნიან და მას წყალში გამოისვრიან. მიხვდით როგორ უნდა მიიღოთ თევზისგან სპირტიანი სასმელი?

იმისთვის, რომ 1 პინტი 4 გრადუსიანი სასმელი მიიღოთ, ოქროს თევზი 200 დღით უნდა ჩასვათ თავდახურულ წყლიან ბოთლში. თუ დათრობა გაქვთ გადაწყვეტილი, 1000 ოქროს თევზის “დაკონსერვება“ მოგიწევთ.


6.საპნის ბუშტები უძილობისას

imageთუ ძილის წინ ცხვრებს ითვლით, ფარა შეიძლება გაიზარდოს და ძილიც დაგიფრთხეთ.სცადეთ ძილის წინ საპნის ბუშტების გაშვება. ღრმა ჩასუნთქვის დროს ორგანიზმი ჟანგბადით ივსება, ხოლო ამოსუნთქვისას ნახშირმჟავა გაზებისგან თავისუფლდება. ამ დროს კი თავის ტვინის სისხლძარღვები რეფლექსურად ვიწროვდებიან და ადამიანს ძილი უნდება.



0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0