x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
როგორ შევიცნობთ საკუთარ თავს?
image

ვინ ვარ მე? - ალბათ, ეს ის შეკითხვაა, რომელიც ერთხელ მაინც დაგვისვამს საკუთარი თავისთვის ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ამ კითხვაზე პასუხი შემდეგნაირად გავგვეცა, რომ მე ვარ ელემენტებისგან შემდგარი უჯრედოვანი არსება, უმაღლეს საფეხურზე მდგომი ძუძუმწოვარი, ან ჰომო საპიენსი, რომელსაც აქვს მოთხოვნილებები, ინსტინქტები, აზროვენებისა და მეტყველების უნარები და ა.შ. ისიც ნაკლებად წარმოსადგენია რომ რელიგიურ ჭრილში გვეპასუხა და გვეთქვა რომ ჩემი სხეული ესაა ჭურჭელი, ცით მობნეული სულისა. მაშ ვინ ვართ? როგორ ვცემთ ამ კითხვას პასუხს? როგორ გვიყალიბდება საკუთარი მეს განცდა?

საკუთარი თავის შესახებ შეხედულებების ერთობლიობას მე-ს კონცეფცია ეწოდება. მე-ს კონცეფცია მრავალ კომპონენტს მოიცავს. მათ შორისაა : ჩვენი მოგონებები საკუთარი თავის შესახებ, მოსაზრებები ჩვენი ნიშან-თვისებების, მახასიათებლების, მოტივების, ღირებულებებისა და უნარების შესახებ. ანუ რეალურად, მე-ს კონცეფცია მოიცავს ჩვენს შეხედულებებს და ფიქრებს საკუთარ თავზე, და ასევე იმას, თუ რას წარმოვადგენთ რეალურად. მე-ს კონცეფცია ასევე მოიცავს მე-ს შესახებ- „ მე სქემებს“, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ საკუთარი თავის შესახებ არსებული ინფორმაციის ორგანიზება, და არა მხოლოდ საკუთარი თავის, კვლევები გვაჩვენებს რომ სქემები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ საკუთარი ქცევის ინტერპრეტაციისთვის, გავლენას ახდენს იმაზეც, თუ როგორ გადავამუშავებთ სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციის გაანალიზებისას უმეტესად ვიყენებთ იმ კატეგორიების შესახებ სტერეოტიპებს ან წინასწარ განწყობებს, რომლებსაც ადამიანები მიეკუთვნებიან. სხვა ტერმინი, რომელიც ამ წინასწარ განწყობებს ან სტერეოტიპებს გამოხატავს, არის „სქემა“. სქემები გვეხმარება მარტივად, სწრაფად და ეფექტურად, გადავამუშაოთ და ორგანიზება გავუკეთოთ გარემოდან შემოსულ ახალ ინფორმაციას, მოვახდინოთ კატეგორიზაცია, მის შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბება, რაც შემდეგ უკვე გვეხმარება საკუთარი ქცევის დაგეგმვასა და განხორციელებაში.


მე-ს აღქმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სხვა შესაძლებელი მეები, რომელსაც ჩვენ ჩვენს ამჟამინდელ მე-ს კონცფციას ვადარებთ.ჰეზელ მარკუსმა და მისმა კოლეგებმა მეების შემდეგი კატეგორიები შემოგვთავაზეს. პირველი ესაა იდეალური მეები- როგორებიც ძალიან გვინდა რომ გავხდეთ, მეორე ესაა მეები რომლებიც შეგვიძლია რომ გავხდეთ და მესამე ესაა მეები, რომლებადაც გახდომის ძალიან გვეშინია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაც უფრო დიდი განსხვავებაა „ შესაძლებელ მესა“ და „ იდიალურ მეს“ შორის მით უფრო დაბალია ადამიანის თვითშეფასება. გარკვეული ამოცანის შესრულება და წარმატების მისაღწევად შრომა, დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად გადაწონის ჩვენში წარუმატებლობის შიშს, წარმატების მიღწევის სურვილი. თუ ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, გაცნობიერებული აქვს რა შეუძლია და რა არა, იცის რისკენ მიისწრაფვის და არ უშინდება დაბრკოლებებს, ამ შემთხვევაში წარუმატებლობის შიშს გადაწონის წარმატების მიღწევის სურვილი და ის მიზანდასახულად იბრძოლებს მიზნის მისაღწევად, მაგრამ თუ ადამიანს არ აქვს გაცნობიერებული თავისი შესაძლებლობები, არ იცის რა უნდა, რისკენ მიისწრაფვის, თუ მისი „ შესაძლებელი მეები“ მკვეთრად განსხვავდება „ იდიალური მეებისგან“ ამ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა რომ წარუმატებლობის შიშმა გადაწონოს და დათრგუნოს წარატების მიღწევის სურვილი. ამ დროს ხშირად ადამიანები ისახავენ ან ძალიან რთულ მიზნებს ან ძალიან მარტივს. მარტივს იმიტომ რომ დარწმუნებულნი არიან რომ მარტივი ამოცანების შესრულებას თავს გაართმევენ, და რთულს იმიტომ რომ არ არიან დარწმუნებულები, რომ ამ მიზანს მიაღწევენ, სამაგიეროდ თავიანთ წარუმატებლობას - გარემოებების, ანუ მიზნის სირთულეს მიაწერენ.



XIX და XX საუკუნეების გასაყარზე ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა მოგვცეს თეორიები რომლებიც გვიხსნიან, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ფაქტორების საფუძველზე განუმეორებელი პიროვნების ჩამოყალიბება. განვიხილოთ ჩარლზ ჰორტონ კულის და ჯორჯ ჰერბერტ მიდის თეორიები.


კულიმ შემგვთავაზა სარკისებური მეს თეორია, ჩ. კული მიიჩნევდა, რომ პიროვნება ადამიანის გარემომცველ სინამდვილესთან მრავალი ურთიერთქმედების საფუძველზე ყალიბდება. ამ ურთიერთქმედების პროცესში ადამიანები თავის „სარკისებურ მე“-ს ქმნიან. „სარკისებური მე“ სამი ელემენტისაგან შედგება:



  • იმისაგან, თუ როგორ აღგვიქვამენ ჩვენ სხვები (მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები ყურადღებას აქცევენ ჩემს ახალ ვარცხნილობას).
  • იმისაგან, თუ როგორ რეაგირებენ იმაზე, რასაც ხედავენ (მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩემი ვარცხნილობა მოსწონთ).
  • იმისაგან, თუ როგორ ვპასუხობთ ჩვენს მიერ აღქმულ სხვების რეაქციას (როგოც ჩანს, მე მუდამ ასეთ ვარცხნილობას გავიკეთებ).

ეს თეორია სხვა ადამიანების გრძნობებისა და აზრების ჩვენეულ ინტერპრეტაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.


ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგი და სოციოლოგი ჯორჯ ჰერბერტ მიდი როგორც კული, ისიც თვლიდა, რომ „მე“ არის სოციალური პროდუქტი, რომელიც სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საფუძველზე ყალიბდება. იგი ხაზს უსვამს ეგოს ეტაპობრივ განვითარებას. მან ასევე აღნიშნა, რომ იდენტობის განსაზღვრა, ჩამოყალიბება მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება მისი განვითარება ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც მოზარდობის, ასევე, მოწიფულობის პერიოდში, თუმცა იდენტობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი პერიოდებია ბავშვობა და მოზარდობა. ერიქსონი თვლის, რომ ამ პროცესის მიზანი არის -ერთის მხრივ საკუთარი თავის შესწავლა, როგორც უწყვეტი მოვლენისა და შესაბამისად მოქმედება. ახალგაზრდობაში მყარად ჩამოყალიბებული იდენტობა ადამიანს სამუშაოს შესრულებისა და კარიერის განსაზღვრის, ინტიმური ურთიერთობების დამყარების საფუძველს უქმნის”.


ჯ. მიდის აზრით, პიროვნების ფორმირების პროცესი სამ განსხვავებულ სტადიას მოიცავს. პირველია – იმიტაცია. ამ სტადიაზე ბავშვები ეწევიან უფროსების ქცევების მიბაძვას ისე, რომ არ ესმით იგი. . შემდეგ მოდის თამაშების სტადია, როდესაც ბავშვები მოქმედების, ქცევის, როგორც გარკვეული როლის შესრულების გაგებას იწყებენ: მაგ. ექიმის, მეხანძრის, ავტომრბოლელის და ა.შ. თამაშის პროცესში ისინი ამ როლებს იმეორებენ და კვლავ აწარმოებენ. ანუ იწყებენ „ როლურ თამაშს“, ერთი როლიდან მეორეზე გადასვლა ბავშვებში ავითარებს უნარს, მისცეს თავის აზრებს და მოქმედებებს ისეთი საზრისი, როგორც მას საზოგადოების სხვა წევრები აძლევენ – ესაა თავისი“მე“-ს შექმნის პროცესში შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.


მესამე ეტაპი, მიდის მიხედვით, ესაა კოლექტიური თამაშების სტადია, როდესაც ბავშვები არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ მთელი ჯგუფის მოლოდინების გაცნობიერებას სწავლობენ. ანუ ამ ეტაპზე ბავშვები იწყებენ „ჯგუფურ თამაშს“- რომელიც მოაზრებს კომუნიკაციის დამყარებას, წესების მიდევენბას, ერთმანეთის ინტერესების გაზიარებას, დახმარებას, გუნდურობის განვითარებას და ა.შ.


მიდის აზრით, ადამიანური “მე“ ორი ნაწილისაგან, ესენია: „სუბიექტური მე“ და „ობიექტური მე“ . „სუბეექტური მე” ეს არის სხვა ადამიანებისა და მთლიანად საზოგადოებისაგან მომდინარე ზემოქმედებებზე პიროვნების რეაქცია. “ობიექტური მე” - ესაა ადამიანის მიერ მისთვის მნიშვნელობის მქონე ადამიანების (ნათესავების, მეგობრების) თვალსაზრისით საკუთარი თავის გაცნობიერება. თამაშის პროცესში, როდეასც ბავშვები ერთმანეთს როლებს უცვლიან, ისინი თანდათანობით იმუშავებენ საკუთარ “ობიექტურ მე” - ს. ყოველთვის უყურებენ რა საკუთარ თავს რომელიღაც სხვისი თვალით, ისინი საკუთარ თავზე არსებული შთაბეჭდილებების აღქმას სწავლობენ.

0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა ხაბელაშვილი
ნუცა ხაბელაშვილი
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0