x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თვითსრულყოფა, პოზიტიური ილუზია

image

არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი თავის გასაგებად ორმაგი მოტივაცია გვაქვს - გვინდა გავიგოთ, შევიცნოთ ჩვენითავი და თან არც გვინდა. ჩვენ გვაქვს სურვილი შევიცნოთ საკუთარი თავი მაგრამ ამავე დროს გვეშინია, რადგან არ ვიცით რა დაგვხვდება და რას დავინახავთ. ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს ამ მერყეობას, არის განსხვავება იმაში, როგორ აღვიქვამთ ჩვენს თავს და როგორ აღვიქვავთ სხვებს. ჩვენს სხვას აღვიქვავთ ისე, როგოროც ისინი გვეძლევიან ჩვენ. უმრავლესობა ადამიანებისა ცდილობს უკეთესად მოაჩვენოს სხვას თავი, ანუ ისინი გაფილტრულად გვაწვდიან ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ. ჩვენ საკუთარი თავის შეცნობისას ცოდნა ნაკლებად არის გაფილტრული, ეს არის ნედლი მასალა ჩვენი სურვილებისა და ცუდი აზრების შესახებ. სწორედ ეს წარმოქმნის შიშს საკუთარი თავის შეცნობისას. თუმცა, საკუთარი თავის შეცნობა, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი შესაძლებლობისა და მახასითებლების ცოდნა გვაძლეს საშვალებას დავგეგმოთ შესაბამის სიძნელის ამოცანები, მიზნები მივაღწიოთ პროგრესს და ა.შ. ადამიანები მიისწრაფიან არა მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ ზუსტი შეხედულებების ჩამოყალიბებისკენ, არამედ მისი გაძლიერებისკენაც. თვითსრულყოფა საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენის ჩამოყალიბების მოთხოვნილებაა. საკუთარი „მე“-ს გაძლიერების მეთოდია მარკუსის ცნება - „შასაძლებელი მე“, რაც გულისხმობს ადამიანის დამოკიდებულებას მომავლისადმი. თავზე ჩამოყალიბებული შეხედულების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია დავისახოთ შესაბამისი სასურველი მიზნები, მივაღწიოთ გარკვეულ პროგრესს და განვსაზღვროთ თუ რამდენად სწორად ვმოქმედებთ მიზნების მისაღწევად.ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ “შესაძლებელი მე“ იძლევა ზუსტ წარმოდგენას და, შესაბამისად, ეხმარება ადამიანს დასახული მიზნების მიღწევაში.თვითსრულყოფა ხშირად გამოწვეულია სხვათა და საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. როდესაც მცდელობა უშედეგოა, შეიძლება შეფასებამ დაიწიოს. მე-ს გაძლიერების პროცესი უფრო აშკარაა და უარყოფითი ემოციური რეაქციები უფრო სუსტია, რაც უფრო რთულია შესასრულებელი ამოცანა.

მე-ს სრულყოფას, ასევე, ხელს უწყობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით, როდესაც საკუთარ თავს სასურველი უნარებისა და მახასიათებლების მქონე ადამიანს ადარებთ .ამ პროცესს მე-ს გაძლიერებაზე მიმართული შედარება ეწოდება. ადამიანები, რომლებსაც ჩვენთვის სასურველი უნარები აქვთ, გვიბიძგებენ ამ უნარების განვითარებისაკენ. მაგალითად, მე ხშირად მინახავს ჩემი მეგობრის ტელეფონის ეკრანზე დაყენებული გოგოს ფოტო, რომელსაც კარგი ტანი აქვს, ჩემი მეგობრისთვის ეს ფოტო არის ერთგვარი სტიმული, რომელიც თავს ახსენებს ყოველი შეხედვისას და მიისწრაფვის იმისკენ რომ ასეთ ფორმები მიიღოს, ხდის მოტივირებულს და მიზანდასახულს. „მე“-ს გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მუქარას, წარუმატებულობასა და თვითშეფასებას.

თვითშეფასების გაზრდის ერთ-ერთი მეთოდი შესაძლებლობების, ნიჭისა და სოციალური უნარების შესახებ პოზიტიური და გადაჭარბებული შეხედულებების ჩამოყალიბებაში გამოიხატება. პოზიტიური ილუზია ეს არის „მე“-ს გაძლიერებისათვის პიროვნული მახასიათებლების მცდარი, პოზიტიური აღქმა. პოზიტიური ილუზიის სულ მცირე სამი ტიპი მაინც არსებობს: 1)ადამიანები საკუთარ თავს უფრო პოზიტიურად აღიქვამენ, ვიდრე არიან; 2)მათ სჯერათ, რომ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებს აკონტროლებენ, თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ ხდება; 3)ისინი ზედმეტად ოპტიმისტურად უყურებენ საკუთარ მომავალს. მაგალითად, სტუდენტები საკუთარ თავს უფრო პოზიტიური ზედსართავებით ახასიათებდნენ, ვიდრე სხვებს. ჩვენ საკუთარი თავის შესახებ უკეთ გვახსოვს პოზიტიური ინფორმაცია, ხოლო უარყოფითი კი სადღაც მიძინებულია.ხშირად, უფრო გვიჭირს იმ სიტუაციების გახსენება, როდესაც მარცხი განვიცადეთ, ვიდრე იმსიტუაციისა, რომელშიც წარმატებას მივაღწიეთ. ვფიქრობთ რომ ვართ უფრო კეთილები, მშრომელები, ერთგულები და სხვა დადებითი თვისებების მქონე მატარებელი ჩვენ ხშირად ჩვენი ქცევა უფრო პოზიტიურად გვამახსოვრდება, ვიდრე ის რეალურად იყო . ვფიქრობთ, რომ უფრო ბედნიერები ვართ, ვიდრე სხვები. ასევე ადამიანი საკუთარ თავს დადებით შედეგებს უფრო მიაწერს, ვიდრე უარყოფითს. მაგალითად, გამოცდაზე უმაღლესი ქულის აღებას საკუთარი შესაძლებლობებიდან და უნარებიდან გამოდინარე ვხსნით, ხოლო უარყოფითი შედგეის მიღებისას, მოვლენის ახსნას სიტუაციური ფაქტორებით ვცდილობთ, მაგალითად გამოდაზე მიღებული დაბალი ქული შესაძლოა ჩვენს ავადმყოფობას, უხასითობას, დამკვირვებლის მზერას, ან იმ ქარის ზუზუნს მივაწეროთ, რომელიც მთელი გამოცდის განმავლობაში არ წყდებობდა. როდესაც საკუთარ უარყოფით თვისებებს ვაცნობიერებთ, ვთვლით, რომ ეს თვისებები არ არის მნიშვნელოვანი ან შემთხვევითია. საკუთარი თავისადმი დადებითი დამოკიდებულება და პოზიტიური შეხედულება ხელს უწყობს ადამიანის მოტივირებას და, შესაბამისად, ზრდის პროდუქტიულობას. აქვე უნდა აღვნიშნო ყალბი უნიკალურობისა და ყალბი კონსესუსის ეფექტი. ყალბი კონსენსუსის ეფექტი მიუთითებს ტენდენციას, რომლის მიხედვითაც სხვების მსგავსად, გაზვიადებულად აღიქმება საკუთარი ქცევები და შეხედულებები.ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველა მათნაირად იქცევა, და რომ მათი ქცევა ტიპურია. გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შემთხვევაში კი ადამიანები ავლენენ ყალბი უნიკალობის ეფექტს მაგალითად, როდესაც ადამიანებს სთხოვენ, რომ ჩამოთვალონ თავიანთი საუკეთესო უნარები და შეაფასონ, თუ რამდენად ახასიათებს ისინი სხვებსაც, ისინი ნაკლებად მიიჩნევენ, რომ თანატოლებსაც მსგავსი უნარები აქვთ. ზოგიერთი უნარის შემთხვევაში გვჭირდება ვიგრძნოთ განსხვავებულობა და ის, რომ უნიკალურად კარგები ვართ. ასე რომ, ღირებულად მიჩნეული უნარ-ჩვევების შემთხვევაში ვლინდება ყალბი უნიკალურობის ეფექტი, მაშინ, როცა ატიტუდებისა და შეხედულებების შემთხვევაში - ყალბი კონსენსუსისა.

0
106
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა ხაბელაშვილი
ნუცა ხაბელაშვილი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0