x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შევშალოთ ჭკუაზე "ის" მამაკაცი   - 18 საინტერესო მეთოდი
image


1. აჩვენე მას შენი ბუნებრივი სილამაზე.



მაკიაჟი ხაზს უსვამს შენს მშვენიერ ნაკვთებს, მაგრამ გაითვალისწინე ის, თუ რამდენად უყვართ მამაკაცებს ბუნებრივი სახე. გააოცე, აჩვენე შენი სინამდვილე.



image



2. აიძულე მას მოგიპოვოს.



რ გადააჭარბო უკარებას თამაშში, მაგრამ ამავე დროს არ გახდე ზედმეტად ხელმისაწვდომი და მისი იოლი ნადავლი. აჩვენე, რომ იქნები მხოლოდ იმასთან, რომელიც ღირსეულად მოგეპყრობა და არ ხარ მზად პირველივე შემხვედრი შეიყვარო.



image




3. იყავი ისეთი, როგორიც ხარ.




არ ეცადო მოიქცე ისეთი გოგონებივით, როგორებიც შენი აზრით მას მოსწონს. ასე შენ სასოწარკვეთილი გამოჩნდები. უბრალოდ, იყავი ის- ვინც ხარ.




4. არ არის საჭირო ყოველთვის შენ დაურეკო პირველმა.



პირველი ნაბიჯის გადადგმისთვის არაფერია ზედმეტი და არასწორი, მაგრამ ყოველთვის შენ არ უნდა აკეთებდე ამას. შესაძლოა ძნელია გაუძლო ცდუნებას და არ მისწერო ან არ დაურეკო მას დილით პირველმა. მაგრამ, თუ ის საერთოდ არ ირჯება, მაშინ არ ღირს ის შენი დროის დაკარგვად.




image


5. იმეგობრე მის მეგობრებთან.


თუ შენ მისი მეგობრების გულს მოიგებ, მაშინ მის გულამდე მისასვლელი ნახევარი გზა გავლილი გექნება.

image

6. არ უნდა იყო ეჭვიანი




თუ პრობლემა სერიოზულია, გაუზიარე შენი გრძნობები.





image



7. გააცინე.


რაც უფრო ხშირად იცინით ერთად, მით მეტია შენთან დიდხანს ყოფნის სურვილი.




8. განაგრძე შენი ცხოვრებით ცხოვრება




არც ერთ მამაკაცს არ სურს ქალი, რომელიც უბრალოდ ზის და ელოდება გათხოვებას. განაგრძე დაგეგმო მომავალი შენს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად.




9. შეგეძლოს საკუთარი თავის დაცვა.




არასოდეს მოიბოდიშო იმისთვის, როგორიც ხარ. ერთია - აღიარო შენი შეცდომა, მაგრამ არავის მისცე უფლება დაგამციროს ან შეეცადოს შეგცვალოს.





10. გააღვიძე მასში ცოტაოდენი ეჭვიანობა.


აქცენტი სიტყვაზე „ცოტა“. ეს მას დაეხმარება მიხვდეს, რომ შენდამი გულგრილი არაა.


11. იყავი ამოუცნობი.




არ მოუყვე პირველივე პაემანზე ყველაფერი შენს შესახებ. აიძულე მოესურვოს მეტის გაგება.


12. იზრუნე საკუთარ თავზე.


არა მხოლოდ გარეგნობაზე. თვალყური ადევნე შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. დაკავდი სპორტით, იოგათი, რაიმე ჰობით, რათა იყოთ თვითდაჯერებული და მშვიდი ქალი, რომელიც ყველა მამაკაცს სურს ჰყავდეს გვერდით.





13. დინტერესდი მისით.



მოუსმინე, შეიცანი, რა მოსწონს, რა უყვარს, როგორია ის, დაუსვი შეკითხვები. მამაკაცებს უყვართ ქალები, რომლებსაც მოსმენა შეუძლიათ.



image



14. გაიხადე ქუსლიანები და გაეშურე თავგადასავლებისკენ.




აჩვენე მას შენი თავი სხვადასხვა რაკურსით. სტანდარტული პაემნების, კაფეში ჯდომის და კინოში სიარულის გარდა შესთავაზე ქალაქგარეთ, მთებში, ლაშქრობაზე წასვლა, გაისეირნეთ ველოსიპედებით ან ითამაშეთ ტენისი.




15. გამოიპრანჭე.



მიზეზთა გამო გააოცე ბრწყინვალე ჩაცმულობით _ იმით, რითაც არ დადიხარ ყოველ დღე.




image








16. მოამზადე რამე სპეციალურად მისთვის.








მამაკაცის გულამდე მისასვლელი გზა, კვლავ კუჭზე გადის.

17. გიყვარდეს საკუთარი თავი.

რაც მეტად გიყვარს თავი, მით მეტია შანსი მანაც რომ შეგიყვაროს.






18. გაიღიმე.







ზოგჯერ ძალიან მარტივ ჟესტებს შეუძლიათ გააკეთონ გაცილებით მეტი, ვიდრე სიტყვებს.

იხილეთ ასევე:

1. რატომ არის საშიში ის მამაკაცი, ვისაც უთქვენოდ ცხოვრება არ შეუძლია

image

2. "მამაკაცი ქალთან იქცევა ისე, რის უფლებასაც აძლევს მას ქალი".

image

3. "როგორ უნდა სცემო სწორად ცოლს"- (ინსტრუქცია მუსულმან ქმარს, შარიათის მიხედვით)

image

0
2273
16-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0