x
ბნელი ტრიადა

image მეცნიერები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ “დიდი ხუთეული" ყველაზე ამომწურავ, ყოვლისმომცველ პიროვნების საზომს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული კვლევებით (მაგ: ჯონასონი ეთ. ალ. 2013) დადგინდა, რომ არსებობს პიროვნების საზომი, რომელიც უკეთესად წინასწარმეტყველებს ქცევას, ვიდრე მხოლოდ “დიდი ხუთეული". აღნიშნული საზომი ბნელი ტრიადის სახელით არის ცნობილი. საზომში შემავალი კომპო-ნენტები ხშირად არიან ქცევის პრედიქტორები. ეს კომპონენტებია ნარცისიზმი, ფსიქოპათია და მაკიაველიზმი.

ნარცისიზმი-უანგარობა: ეს განზომილება ხშირად ცნობილია მხოლოდ ნარცისიზმის სახელით და აღნიშნავს პიროვნების ეგოცენტრულობას. პიროვნება, ვისაც გააჩნია ნარცისიზ-მის მაღალი მაჩვენებელი, ხარჯავს საკმაოდ დიდი რაოდენობის დროს საკუთარ თავზე წარმოდგენების გასამტკიცებლად, რომ ის სამყაროს ცენტრია. იმ პიროვ-ნებას, ვისაც ნარცისიზმის დაბალი მაჩვენებელი აქვს, არ ფოკუსირდება საკუთარ თავზე და ვერ აღიქვამს საკუთარ თავს რომელიმე კონკრეტული სიტუაციის ცენ-ტრალურ ობიექტად.

ფსიქოპათია-ემპათია: ფსიქოპათიის განზომილება შეესაბამება თანაგანცდის უუნარობის კომპონ-ენტს. ფსიქოპათიის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანი არ ზრუნავს გარშემო-მყოფთა კეთილდღეობაზე და არ აქვს ემპათიის უნარი. რაც შეეხება ფსიქოპათიის დაბალი მაჩვენებლის მქონე პიროვნებას, მისთვის მნიშვნელოვანია სხვათა გრძნობების მოფრთხილება და ზრუნვა მათზე.

მაკიაველიზმი-კეთილსინდისიერება: მაკიაველიზმის კომპონენტი შეესაბამება ადამიანის სოციალური ცხოვრების ისეთ სტილს, რომლის დროსაც ინდივიდი საკუთარი მიზნების მისაღწევად არა-კეთილსინდისიერად იყენებს სხვებს. მაკიაველიზმის მაღალი მაჩვენებლის მქონე ინდივიდები სწორად მოიქცევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება მათ-თვის სარგებლის მომტანი იქნება. ხოლო ადამიანს, ვისაც დაბალი მაჩვენებელი აქვს აღნიშნულ კომპონენტში, ახასიათებს მტკიცე მორალი და ის იქცევა ნებისმი-ერ სიტუაციაში სწორად, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ეს ქმედება მისთვის სიკეთის მომტანი.

0
29
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0