საქართველო რწყილი და ჭიანჭველას ახალი ვერსია–მიშა და ბიძინა 2018, 26 იანვარი, 13:54 დიქტატორობდა, დახტოდა
სააკაშვილი ფანდალა,
და უშრომ–უზრუნველობით
მთელი ეს წლები ატარა.
მაგრამ, ბოლო დროს, როდესაც ჩვენი ბიძინა გამოჩნდა, შეკრთა მოცლილი მიშიკო, შიშის მორევში აღმოჩნდა. კარზე მიადგა ბიძინას, ვედრებით:ჩემო ნათლია, ნუ მომკლავ არჩევნებამდე, ფული მომეცი მადლია. ბიძინამ ჰკითხა:ეს წლები როგორღა გაატარეო?! –ვილხენდი, გამოვაყრუე ტყუილით არემარეო. –მაშ, თუ ეგრეა, რადგანაც, ეს წლები იფარფაშეო, მიბრძანდი ახლაც და სინჯე, იტყუე, ითამაშეო. 374 6-ს მოსწონს
|