x
რა აკავშირებდა იოსებ სტალინს სოფელ ოყურეშთან - "სტალინის ქვევრი დღესაც გვაქვს შენახული"
image

"სტალინის ქვევრი დღესაც გვაქვს შენახული. ამ ქვევრს წლების მერეც ვიყენებდით, მაგრამ ბოლო დროს - აღარ. ბევრი ღვინო არ გვაქვს და აღარ ვაწუხებთ ქვევრს"

ლეჩხუმი, უსახელოურის სამშობლო, სოფელი ოყურეში... აქ ვაზზე შეყვარებული ერთი საინტერესო ხელოვანი ცხოვრობს. 81 წლის კიაზო არჯევანიძე 24 წლის წინ დაუბრუნდა მამაპაპისეულ კერას და დღემდე აქტიური ცხოვრებითა და მევენახეობით იფერადებს ცხოვრებას. მის ულამაზეს ეზო-ყურეს საუკუნე-ნახევრის უნიკალური ორსართულიანი სახლი, მისივე ასაკის მარანი და ბეღელი ამშვენებს. მარანში იოსებ ჯუღაშვილის სახელობის ქვევრია შემონახული, რომელშიც ბელადისთვის საგანგებოდ დაყენებული ღვინო ინახებოდა. დღე არ გავა, კიაზო ბაბუ მარანში არ შევიდეს და ტრადიციულად არ ილოცოს, ვენახში შესვლისას კი, ყველა ჯერზე ვაზებს მოლაციცე მოხუცი "შენ ხარ ვენახის" საგალობელს ღიღინებს.

კიაზო არჯევანიძე:
- 24 წელია, მშობლიურ სოფელში დავბრუნდი. მალე 81 წლის გავხდები... ცაგერის რაიონის სოფელ ოყურეშში დავიბადე. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი დავასრულე, მაქვს მსახიობისა და რეჟისორის დიპლომი, შემდეგ თეატრის ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. სახალხო თეატრებში რეჟისორად ვმუშაობდი, ბოლოს რუსთავის თოჯინების თეატრში დამდგმელი რეჟისორი ვიყავი. ბევრ სპექტაკლში მითამაშია. ცაგერში 15 წელი კულტურის სახლის დირექტორი და თეატრალური კოლექტივების ხელმძღვანელი ვიყავი. ახლა ძველებური ომახიანი ხმა აღარ მაქვს, თუმცა იხტიბარს არ ვიტეხ და საღამოებზე ლექსებსა და ფელეტონებს მაინც ვკითხულობ.


განაგეძეთ კითხვა

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0