x
"ჩემთვის ქართული ხელოვნება და ღვინო სისხლხორცეულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული"- ლაშა ღლონტი ღვინის კულტურაზე საუბრობს

ლაშამის ცხოვრებაში ღვინოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მართალია სითხეს დიდი რაოდენობით არ მოიხმარს, მაგრამ სადილზე ერთ ჭიქა ღვინოს ყოველდღიურად სვამს. რჩეული ქართული ღვინოებიდან ყველაზე მეტად ჩხავერი, რქაწითელი და საფერავი უყვარს. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ღვინოებიდან კიდევ რამდენიმეს დაასახელებდა. ცდლობს, ქართულ სუფრაზე ხშირად არ ითამადოს. სუფრისთვის ”თავკაცობა” ყველაზე მეტად უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებთან უყვარს, რადგან უნდა ქართული სუფრის არსი სწორედ მათ გააგებინოს.

პროფესიით ექიმმა და მომღერალმა, ლაშა ღლონტმა ღვინის წარმოება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და მას გაზაფხულის ერთ-ერთი თვის სახელი, ”აპრილი” უწოდა. Allwine.ge ლაშა ღლონტს ”მაისურაძეების” მარანში ეწვია, სადაც ის თავის სიძესთან, თორნიკე მაისურაძესთან ერთად ქალაქში სოფლის გაცოცხლებას აპირებს.

”ჩემთვის ქართული ხლოვნება და ქართული ღვინო სისხლხორცეულად არის ერთმანეთთან დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჩემი ჩართვა ღვინის წარმოების პროცესში და მასთან დაკავშირებულ საკითხებში ლოგიკურად მიმაჩნია. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ მე ამ საქმით” - ლაშა ღლონტი.

ლაშა მოგვიყევით, რატომ გადაწყვიტეთ ღვინისთვის შუა გაზაფხულის თვის სახელი, ”აპრილი” დაგერქმიათ და აქვე რომ გვითხრათ, თქვენთვის ”აპრილი” რას უკავშირდება?

ჩემს ერთ კომპოზიციას ბატონ მურმან ჯინორიასთან ერთად აპრილი ქვია. ასევე ჩემმა ქალიშვილმა არაჩვეულებრივი სიმღერა ”აპრილი” დაწერა და ყველაზე მთავარი, ჩემი შვილიშვილი აპრილის თვეში დაიბადა. ზოგადად, გაზაფხული ძალიან მიყვარს. ჩემთვის მარტი ადრეული გაზაფხულია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ხოლო მაისი გვიანი. აპრილი კი ნამდვილი გაზაფხულია. ვფიქრობ, სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ღვინისთვის ”აპრილი” დამერქმია.

რით არის ღვინო ”აპრილი” გამორჩეული და როგორ ახერხებს ის ერთხელ დაგემოვნების შემდეგ ღვინის მომხმარებელს თავი დაამახსოვროს?

აპრილი სამი სახეობის ღვინისაგან შედგება. ეს ღვინოებია - თავკვერი, საფერავი და კაბერნე. დასახელებიდან მიხვდებით, რომ ჩამოთვლილი ღვინოებიდან ორი ქართულია, ხოლო ”კაბერნე” ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგული ჯიშის ღვინოა.

განაგრძეთ კითხვა

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0