x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორია სუიციდის რისკ-ფაქტორები?
imageსუიციდი ანუ თვითმკვლელობა საკუთარი სიცოცხლის მიზანმიმართულ ხელყოფას ნიშნავს. სუიციდისა და მისი მცდელობის რისკი დიდია გარდატეხის ასაკის მქონე მოზარდებში. სტატისტიკის მიხედვით აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის შემთხვევაში თვითმკვლელობა საშუალოდ მესამე, მეოთხე ადგილს იკავებს გარდაცვალების მიზეზებს შორის. სუიციდი ეს არის კომპლექსური ქცევა, რომელსაც არ გააჩნია ერთი კონკრეტული მიზეზი და შეიძლება განპირობებული იყოს მრავალი ფაქტორის ერთობლიობით, ეს ფაქტორები განსხვავებული ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, თუმცა არსებობს საერთო მახასიათებლებიც.

სუიციდის რისკ-ფაქტორები:
o იმ ადამიანების 95% -ს, ვინც განახორციელა სუიციდი, აღენიშნება ფიქოლოგიური და ფსიქიატრიული დარღვევევები, მაგალითად, დეპრესია, ბიპოლარული აშლოლობა, შიზოფრენია;
o ფსიქო-ემოციურ პრობლემებს ხშირად უკავშირდება ალკოჰოლისა და ნარკოტიკის გამოყენება;
o სუიციდის ჩადენის მცდელობები, ყურადღების მიქცევის მიზნით
განხორციელებული მცდელობების ჩათვლით;
o საუბარი თვითმკვლელობის უკვე განხორციელებულ მცდელობებზე;
o საუბარი სიკვდილის შესახებ, თუ როგორი კარგია სიკვდილი და რამდენად
ბედნიერი იქნება ყველა მისი გარდაცვალების შემდეგ;
o ჩანაწერები და მინიშნებები თვითმკვლელობის შესახებ, მათ შორის, სოციალური მედიის, წერილების, დღიურების და აშ. საშუალებით;
o თვითდამაზიანებელი ქცევები (ნარკოტიკისა და ალკოჰოლის გამოყენება, მანქანის გაადჭარბებული სიჩქარით ტარება და აშ);
o სუიციდის ფაქტების არსებობა ოჯახში, სოციალურ გარემოცვაში, სკოლაში;;
o ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა;
o ცეცხლსასროლი იარაღის იოლი ხელმისაწვდომობა მაგალითად, სახლში;
o ჰომოსექსუალობა, თუკი ამ დროს ოჯახი და სოციუმი არ არის მხარდამჭერი;
o ბავშვის დამცირება, განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით;
o ბულინგი;
o სევდიანი გუნება-განწყობა, მღელვარება, ნეგატიური ემოციები;
o უიმედობის, უსარგებლობის განცდები, რაც როგორც წესი დეპრესიას ახლავს ხოლმე თან. როდესაც მოსწავლე ვერ აღწევს წარმატებას სკოლაში, ოჯახი არის
ძალადობრივი, თავს გრძნობს იზოლირებულად და ვერ პოულობს საკუთარ
ადგილს თანატოლებში;
o სოციალური კავშირების სიმცირე ან არარსებობა თანატოლებთან, მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან, თანატოლოლების მხრიდან კომუნიკაციის ქონის
არარსებობა;
o გუნება-განწყობის მკვეთრი და უეცარი ცვლილებები;
o თვალშისაცემი ცვლილებები გარეგნობაში, წონაში. საკუთარ გარეგნობასა და პირად ჰიგიენაზე ნაკლებად ზრუნვა;
o ყურადღების კონცენტრაციის და აზროვნების სირთულეები;
o ზრუნვა იმ ადამიანების მომავალზე, ვინც უყვარს იმ მიზნით, რომ მისი არყოფნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყვნენ მაგალითად მატერიალურად. ასევე, დამახასიათებელია სამახსოვრო ნივთების დარიგება მეგობრებისთვის და
ახლობლებისთვის;
o იმ აქტივობებისგან თავის არიდება, რომლებიც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა;
o უფრო მცირე ასაკის ბავშვებში იმპულსურობა, ყურადღებისა და ჰირაქტივობის
სინდრომი, ანტისოციალური ქცევა.

სუიციდური აზრების მქონე ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, არ ეძებენ დახმარებას და მხარდაჭერას ირგვლიმყოფებისგან, რადგან ისინი დარწმუნებულები არიან, რომ არავის შეუძლია მათთვის დახმარების გაწევა; მათ არ აქვთ სურვილი ან გამბედაობა, რომ სხვებს ესაუბრონ საკუთარ პრობლემებზე; ფიქრობენ, რომ დახმარების თხოვნა არის სისუსტის ნიშანი; არ იციან ვის მიმართონ დახმარებისთვის ან სად ეძებონ მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტორების არსებობა ერთმნიშნვნელოვნად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ჩაიდენს თვითმკვლელობას ან ადგილი ექნება თვითმკვლელობის მცდელობას. თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი იგნორირება და რეაგირების გარეშე დატოვება. სტატისტიკის მიხედვით, უფრო ხშირია სუიციდის მცდელობები, ვიდრე ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როდესაც სუიციდი ფატალური შედეგით მთავრდება. მცდელობა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმანიშნებელს იმაზე, რომ ადამიანს დახმარება სჭირდება. იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ჰქონდა სუიციდის მცდელობა, მომდევნო 1 წლის მანძილზე კვლავ ახორციელებს მსგავს მცდელობას, რომელთა 10 % სიკვდილით სრულდება.

სუიციდის 4 ტიპი:


ეგოისტური თვითმკველობა – სუიციდის ტიპი, დამახასიათებელი ისეთ გარემოში, როდესაც ინდივიდი საზოგადოებისაგან უცხოვდება და ვერ პოულობს სათანადო ადგილ მასში. იგი ვერ ახერხებს საკმაირის თვითრეალიზაციასა და საკუთარი თავის არსებული წყობილებისადმი მიკუთვნებულობას, რაც ემოციურ სიძულვილში გამოიხატება და ხშირად არ არის ნათლად, ყველასათვის დასანახად წარმოდგენილი; ასეთი ადმაიანები შეიძლება ცდილობდნენ თავიანთი მდრომარეობისა და განცდების რაიმე სხვა სახის გამოვლენას – წერა, მხატვრობა, ჩაცმის სტილი და სხვა – ან სულაც არ იყვნენ შემჩნეულები სხვათა მიერ.

ალტრუისტული თვითმკვლელობა – ასეთი სახის სუიციდს წინ უძღვის ადამიანთა ინდივიდუალურობის დაკარგვა, გაუცხოება თავის თავთან, თავის მიზნებთან და პიროვნებასთან, რის შემდეგაც იგი მოქმედებს როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილი და მზადაა საზოგადოებისათვის გასწიროს თავი.

ანომიური თვითმკვლელობა – ასეთ სუიციდს წინ უძღვის საზოგადოების ან პერსონის უეცარი სოციო-ეკონომიკური ცვლილება, როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია და დაცემა, სოციალური და მორალური ნორმების უეცარი რღვევა, წესრიგის მოშლა და განადგურება. ყოველივე ამის გამოხატულება შეიძლება იყოს, პიროვნების უეცარი გამდიდრება ან გაღარიბება. ამ დროს ადამიანები ვერ ეჩვევიან და ვერ ეწევიან არსებულ რეალობას და მიმართავენ თვითმკვლელობას;

ფატალისტური თვითმკვლელობა – ესაა სუიციდის ის ტიპი, რომელიც აბსოლუტურად საპირისპიროა ანომიური თვითმკვლეობისა. ამ დროს უეცრად ხდება ინდივიდის ცხოვრებაში საზოგადოებრივი, რელიგიური ან პოლიტიკური ნორმების შემოჭრა და არსებული წესრიგის თავსმოხვევა. ამ დროს ინდივიდი არსებული რეალობის წინააღმდეგ მიმართავს თვითმკვლელობას, რაც შეიძლება იყოს რეალობისაგან თავის დაღწევის ან აჯანყების იდეის მატარებელი;

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბროლაძე
მარიამ ბროლაძე
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0