x
„თბილისი მერიოტში“ პრეზენტაციას საქართველოს წამყვანი კლინკების სპეციალისტები და ცნობადი სახეები დაესწრებიან
„სილამაზეს ახალი საიდუმლო აქვს „- ასე წარადგენს თავის ესთეტიკური მედიცინის პრემიუმ კლასის ბრენდს ცნობილი ფრანგული კომპანია „Laboratoires Genevrier”.


image



ახალი მიდგომები ესთეტიკის სფეროში, ინოვაციური სამედიცინო ტექნიკები ფილერებისა და ბიორევიტალიზანტების გამოყენების სპეციფიკა. ამ და სხვა სიახლეებს დამსწრეებს გააცნობს აღმოსავლეთ ევროპის ანტი ეიჯინგ თერაპიის საერთაშორისო სპეციალისტი ანდრე ვაგანოვ-დაშკოვი.

ტუჩის მოცულობის გაზრდა, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის და ყვრიმალების კორექციის ევროპული გამოცდილება, კანის გაახალგაზრდავების თანამედროვე მეთოდები-ეს ის სიახლეებია რასაც ფრანგი ექიმები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ.


ესთეტიკის სფეროში ფრანგული სილამაზის ექსპერტების გამოცდილების გაზიარების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები .

ჰიალურონის მჟავის მწარმოებელი ამ ქარხნის ისტორია 30 წელზე მეტს ითვლის. ამჟამად ეს მიღწევები ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:გეონევს
გეონევს
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0