x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 რამ,რაც აუცილებლად უნდა გაწმინდოთ სტუმრების მოსვლამდე
ისინი ერთი შეხედვით შეუმჩნეველნი არიან, მაგრამ თქვენი გარჯა და გულმოდგინება, რაც სახლის დალაგებისას გამოიჩინეთ, შეუძლიათ წყალში ჩაგიყარონ.

image

პულტი

imageსანამ სტუმრებს ტელევიზორთან მიიწვევდეთ, ურიგო არ იქნებოდა, რომ სველი ხელსახოცით პულტიდან მტვერი და ქონიანი თითების ანაბეჭდი მოგეშორებინათ.



მიკროტალღური ღუმელი

imageდიახ, თქვენ აღებთ მას, რომ რაიმე კერძი შეათბოთ და ამ დროს რომელიმე სტუმარი გეუბნებათ-“არა, მადლობა, არ გვშია". თეფშზე ნახევრად დაასხით წყალი, ჩადეთ შიგ ნახევარი ლიმონი და აადუღეთ მიკროტალღურ ღუმელში. გამორთეთ და 15 წუთით კარი არ გააღოთ, შემდეგ კი უბრალოდ გამოწმინდეთ მშრალი ხელსახოცით.


ონკანის სახელურები

imageმისი გაწმენდა მარილების დანალექებისგან აუცილებელია, ამისთვის შეგიძლიათ ძველი კბილის ჯაგრისი გამოიყენოთ, რომ ძნელად მისადგომ ადგილებში წმენდა გაგიადვილდეთ.


სასაპნე

imageთუ თქვენ მიჩვეული ხართ, რომ მასში ძველი საპნის ნარჩენებია, ეჭვი გვეპარება, რომ ეს თქვენს სტუმრებსაც მოეწონებათ.


შხაპის კაბინა

imageშხაპის კაბინის წმენდის დროს, მხოლოდ კედლების გაწმენდა როდი კმარა. კარის ღრიჭოებშიც გროვდება დანალექი და ზოგჯერ უსიამოვნო შესახედია. დაასველეთ ხელსაწმენდი ძმარში და ჩადეთ ღრიჭოებში 30 წუთით, შემდეგ კი ამოწმინდეთ და გაამშრალეთ.


სააბაზანოს ფარდა

imageრას ნიშნავს “სტუმრები ჩემთან საბანაოდ კი არ მოდიან"? ჭუჭყიანი ფარდის დანახვა ნამდვილად არაა სასიამოვნო, და თანაც მისი სუნი! უბრალოდ გარეცხეთ სარეცხის მანქანაში. რთულ შემთხვევაში კი ნახევარი საათით ჩაალბეთ ძმრიან ან ქლორიან წყალში და შემდეგ კარგად გარეცხეთ.


ვენტილაცია

imageმისი გაწმენდის საუკეთესო გზაა არა ხელით, როგორც სურათზეა ნაჩვენები, არამედ მტვერსასრუტით, რომელსაც წვრილ ჯაგრისიან თავს გაუკეთებთ.


ჟალუზები

imageორი მიკროფიბრა, ორი რეზინი და დიდი პინცეტი-თუ ასეთი გაქვთ, და შესანიშნავი ხელსაწყოც მზადაა.


ბალიშები

imageთუ სტუმრები თქვენთან დარჩენას აპირებენ, გირჩევთ მათ მოსვლამდე ბალიშები გარეცხოთ და გააშროთ, თუ ვერ ასწრებთ-გაანიავეთ. ძილის დროს შმორის სუნი ნამდვილად არ მოეწონებათ თქვენს სტუმრებს.


ფეხსაწმენდი

imageმის ხშირად გარეცხვას აზრი არ აქვს, მაგრამ კვარტალში ერთხელ აუცილებელია. კარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ, რომ სტუმრებმა ზღურბლიდანვე არ დაკარგონ სახლში შემოსვლის სურვილი.


0
397
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0