x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის
image

ჩვენ გარშემო უამრავი შემაშფოთებელი რამ ხდება და ყველაფრის ფონზე ხშირად ვკარგავთ ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვან რამეს: საკუთარი თავის რწმენას.


სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ჰარმონია იპოვოთ საკუთარ თავთან.


10. დააფასეთ თქვენი უნიკალურობა!


ის, რაც ვიღაცისთვის სწორია, შეიძლება, თქვენს სიტუაციას არ ერგებოდეს. იძინეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ, ჭამეთ და დალიეთ ის, რაზეც ფიქრობთ, რომ საუკეთესოა თქვენთვის. არ ეცადოთ, რომ იყოთ სხვა ვინმე. მიიღეთ თქვენი ნაკლი და გადააქციეთ ის თქვენ ძლიერ მხარედ, ისეთად, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ.

image



9. არავის გადააბიჯებინოთ ზღვარს!

ეს არ გულისხმობს მხოლოდ "არას" თქმას იმ დახმარებაზე, რომლის გაწევაც არ გინდათ ვინმესთვის, ეს ასევე გულისხმობს იმ საუბრებიდან თავის დაღწევას, რომელიც არ მოგწონთ ან არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს.

image



8. სწორად დაალაგეთ პრიორიტეტები!

ჩამოწერეთ იმ ღირებულებების სია, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის. გამოიყენეთ თქვენი დრო იმისთვის, რაც ყველაზე საჭიროა თქვენთვის. თუ ეს ჯანმრთელობაა, მაშინ სპორტ-დარბაზში შედით ან ექიმს ეწვიეთ; თუ ოჯახია თქვენთვის ყველაზე ძვირაფასი, მაშინ ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან.

image



7. შეწყვიტეთ თავის დადანაშაულება!

ამოაგდეთ სიტყვა "უნდა" თქვენი ცხოვრებიდან. გააკეთეთ მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც გინდათ და არა ის, რის გაკეთებასაც სხვები გაიძულებენ. თუ რამის გამო თავს დამნაშავედ გრძნობთ, პირველ რიგში, მიუტევეთ საკუთარ თავს. თქვენ ხომ რაღაც მაინც ისწავლეთ დაშვებული შეცდომიდან. დროა, ცხოვრება განაგრძოთ!

image



6. პატივისცემით მოეკიდეთ საკუთარ სამუშაოს!

თუ იმ სამსახურში ხართ, სადაც ყოფნა არ გინდათ, დროა, მის შეცვლაზე იფიქროთ. ადამიანები თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, როცა იმას აკეთებენ, რისი კეთებაც გულით უნდათ და ამასთანავე, საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროც არის მათთვის.

ხოლო თუ საყვარელ საქმეს აკეთებთ, პატივი ეცით და იცოდეთ მისი ფასი!

image



5. თავისუფალ დროს აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ!

ყველა ადამიანს სჭირდება ენერგია, რომ "ბატარეა" შეივსოს. ზოგისთვის ეს ბუნებაში გასეირნებაა, ზოგისთვის - მეგობრებთან შეხვედრა. იპოვეთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი გზა "ბატარეის" შესავსებად და დროდადრო მიმართეთ მას.

image



4. თავი არ აარიდოთ იმას, რაც გჭირდებათ!

იმის მაგივრად, რომ მთელი დრო წუხილში გაატაროთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ცხოვრებას შეუძლია, ახალი გამოცდილება შეგძინოთ, როგორც კარგი, ასევე - ცუდიც. მთავარია, ცხოვრების ყოველი გაკვეთილიდან მიიღოთ რაღაც სასარგებლო. თუ დრო ნერვიულობაში გაგყავთ, არაფერი შეიცვლება, მაგრამ თუ გარისკავთ, ბევრ მოულოდნელ სიურპრიზს მიიღებთ.

image



3. პატივი ეცით სხვის პირად ცხოვრებას!

მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ გექცეოდნენ. პატივი ეცით სხვისი თავისუფალი არჩევანის უფლებას და არ განსაჯოთ ისინი. ნახავთ, დროთა განმავლობაში როგორ შეიცვლის ხალხი დამოკიდებულებას უკეთესობისკენ თქვენ მიმართ.

image



2. პატივი ეცით თქვენს წარსულს!

როცა გრცხვენიათ თქვენი წარსულის ან მალავთ მას, ამით მომავალსაც ინადგურებთ. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ წარსულს ვეღარ შეცვლით, მაგრამ შეგიძლიათ, მოამვალი შეცვალოთ.

image



1. მოიშორეთ ტოქსიკური ადამიანები!

თუ გინდათ, რომ ბედნიერი და თავდაჯერებული იყოთ, გადახედეთ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს. თუ ახლომახლო გყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც ენერგიას გწოვენ, იცოდეთ, რომ ისინი კარგს არაფერს მოგიტანენ. სცადეთ, რომ მოიშოროთ ყველა ის ადამიანი, ვინც გღლით!

image



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


1. მეცნიერებმა დედობისთვის საუკეთესო ასაკი გამოავლინეს

2. 6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას

3. ფსიქოლოგიური ტესტი: 4 სიმართლე თქვენ შესახებ

4. როგორია სასკოლო ფორმები 15 სხვადასხვა ქვეყანაში

5. რა შეუძლია მაკიაჟს - 20 მაგალითი

6. როგორი იქნება 2018 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

0
1941
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0