სხვა
საინტერესო, უცნაური და სასაცილო ფაქტები (ნაწილი II)
2018, 20 იანვარი, 17:21
- არაბ ქალებს შეუძლიათ მოითხოვონ განქორწინება იმ მიზეზით, თუ მეუღლე მათ ყავას არ უსხამს.
- ტიტანიკი პირველი გემი იყო, რომელმაც SOS სიგნალი გამოიყენა.
- ყოველწლიურად დაახლოებით 8000 ამერიკელი იღებს დაზიანებას მუსიკალური ინსტრუმენტებით.
- მეკობრეებს საყურის ტარებით სჯეროდათ, რომ მათი მხედველობა გაუმჯობესდებოდა.
- თვითერის ლოგოს ჩიტს ლარი ჰქვია.
- პირველი მაღვიძარა საათები მხოლოდ დილის 4 საათზე რეკავდნენ.
- ჩიტებს არ შეუძლიათ შარდის გამოყოფა.
- პანფობია ყველაფრის შიშია... ამ ფობიით შეპყრობილები ძალიან იღბლიანები არიან :)
- ვაშლი, კარტოფილი და ხახვი ერთი გემოსი იქნება, თუ ცხვირზე ხელმოჭერილი დავაგემოვნებთ.
- „დაბადების“ (ბიბლია) მიხედვით, ჯერ ქათამი გაჩნდა და შემდეგ - კვერცხი. საუკუნის კითხვასაც გავეცით პასუხი :)