x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134687
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
როგორ დავაჰიპნოზოთ ქათამი

შენ დაგჭირდება:ცოცხალი ქათამი, ცარცის ნატეხი, ასფალტის ზედაპირი(რომელზეც ცარცით დაწერთ)და დამხმარე(მაგრამ აუცილებელი არაა) ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის რომ დავაჰიპნოზოთ ქათამი და გავაკვირვოთ თქვენი მეგობრები.

image



1.დაიჭირეთ ქათამი, დააწყნარეთ, დაიჭირეთ ორივე ხელით(თუ დამხმარე გყავ
ჯობს ეს მან გააკეთოს) და ფრთხილად დადეთ ის ასფალტზე. ერთი ხელით ფეხები დაუჭირეთ, კისერს და თავს კი თავი დაანებეთ საბოლოოდ ის მაინც ისე დადებს მათ თითქოს უნდა დაიძინოსო.


2.მეორე ხელით აიღეთ ცარცი და მისი მეშვეობით მიიქციეთ ქათმის ყურადღება. როცა ქათამი ცარცზე თვალის გაყოლებას დაიწყებს, გახაზეთ სწორი ხაზი, რომელიც დაიწყება მისი თავიდან და დამთავრდება 30-40 სანტიმეტრის შემდეგ.


3.გახაზეთ რამდენჯერმე ამ ხაზზე ცარით სანამ არ დაინახავთ რომ ქათამი გაშეშდა და მისი მზერა არ დაფიქსირდა ხაზზე.

4.ფრთხილად გაუშვით ქათმის ფეხებს ხელები. მორჩა, ქათამი ტრანსშია და არ ფართხალებს. გინახავთ როდისმე ასეთი რამ?


5.გრძნობაზე რომ მოვიყვანოთ ქათამი, მის თავთან ხელის გულები შემოვკრათ ერთმანეთს. ის წამოხტება და გაუკვირდება რას შეკრებილა აქ ამდენი ხალხიო.

0
189
2-ს მოსწონს
ავტორი:კახა
კახა
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0