x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრიტანეთი კიდევ ერთი სამეფო სკანდალის მოლოდინში

imageამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება თავისი პირადი ცხოვრებით დაიმსახურა. ის 2016 წლიდან ხვდება ბრიტანეთის პრინც ჰარის. გასულ ნოემბერში წყვილი დაინიშნა. თუმცა მეგანის ცხოვრება არც ისე ზღაპრულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს.

image

გარდა იმისა, რომ მას ბევრს რამეზე უარის თქმა მოუწია და სამეფო ეტიკეტით ცხოვრებასაც სწავლობს, მის გარშემო მუდმივად არის დიდი მითქმა-მოთქმა სხვადასხვა საკითხებითან დაკავშირებით. დაწყებული მისი პირველი ქორწინებიდან, დამთავრებული მისი კარიერით თუ ჩაცმის სტილით, მომავალი პრინცესა აქტიური განხილვის საგანი გახდა. გარდა იმისა, რომ სამეფო ოჯახს ის სიხარულით არ მიუღია, ქორწილში მის დაპატიჟებაზე უარი განაცხადა ქეითის დამ, პიპა მიდლტონმაც. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - მეგანის გარშემო სკანდალები არ მთავრდება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლი ქორწილში არ პატიჟებს თავის უფროს ნახევარდას - სამანტა გრანტს. მიზეზი კი ის არის, რომ დები ერთმანეთს თითქმის 10 წელია არ ელაპარაკებიან, მას შემდეგ რაც სამანტას გაფანტული სკლეროის დიაგნოზი დაუსვეს, მეგანმა კი, როგორც სამანტა ამბობს, მის ფინანსურ დახმარებაზე უარი განაცხადა.

image

ერთ - ერთ ინტერვიუში სამანტამ თქვა, რომ მეგანის მიზანი იყო სამეფო ოჯახის წევრი გამხდარიყო და ეს აისრულა კიდეც. მან თავის დას "social climber" უწოდა. სამანტა არა მხოლოდ სკანდალური ინტერვიუებით გამოირჩევა, ის ასევე წერს წიგნს სათაურით: ''The Diary of Princess Pushy’s Sister'', რომელიც სამანტას თვალით დანახულ მეგანზე და მის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე მოგვიყვება. წიგნი წელს გამოვა გაყიდვაში.

აღსანიშნავია, რომ სამანტამ უკანასკნელ ინტერვიუში მეგანის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება შეცვალა, ის ძალიან დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახი და მთელი მსოფლიო ნამდვილად გაკვირვებულები იქნებიან მისით.

image

ამ დროს მშვიდად ყოფნას არ აპირებს არც მეგანის ყოფილი ქმარი, პროდუსერი და სცენარისტი ტრევორ ენგელსონი. როგორც ინსაიდერები წერენ, ის ახალი სერიალის გადაღებას გეგმავს მიზანდასახულ მსახიობ გოგონაზე, რომელიც მნიშვნელოვან მამაკაცებს თავს აყვარებს და ამ გზით ცდილობს წარმატების მიღწევას. სერიალის ბოლოს გოგონა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრზე ქორწინდება. ამ როლის ინსპირაცია კი სწორედ მეგან მარკლი გახდა. სერიალი, სავარაუდოთ, 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება.

image

როგორც ჩანს, წელს არა მხოლოდ სამეფო ქორწილი, არამედ სამეფო სკანდალებიც გველის.

image

0
363
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0