x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საინტერესო ისტორიული ფაქტები
image


ამერიკის კონტინენტებზე ადამიანის უძველესი კვალი თარიღდება ძვ.წ. 40, 000 წლით.


ძვ.წ. 1250 წელს ბერძნებსა და ტროელებს შორის ათწლიანი ომი გაიმართა. ამ ომში დაიღუპა 50, 000-მდე ტროელი მშვიდობიანი მოქალაქე და 15, 000-ზე მეტი ჯარისკაცი ორივე მხრიდან.


image



ძვ.წ. 431-404 წლებში ათენსა და სპარტას შორის გამართულმა პელოპონესის ომმა მთელი ბერძნული სამყარო ჩაითრია. ამ 27-წლიან ომში ათიათასობით ბერძენი განადგურდა, ხოლო საბოლოოდ სპარტამ და მისმა პელოპონურმა ლიგამ გაიმარჯვა.


image


ძვ.წ. 221-206 წლებში ქინის დინასტიამ ჩინეთში კონფუციანელობა აკრძალა და ფილოსოფიური წიგნბი ცეცხლს მისცა.


ძვ.წ. 206 - ახ.წ. 220 წლებში ჩინეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე სავაჭრო მარშრუტი - აბრეშუმის გზა გაიხსნა.


image


ძვ.წ. 215 წელს დაიწყო მაკედონური ომები და დასრულდა 148 წელს. ძვ.წ. 148 წელს მე-4 მაკედონური ომის შემდეგ, რომის რესპუბლიკამ ანტიკური საბერძნეთი დაამარცხა. პირველი მაკედონური ომი მიმდინარეობდა - 2015 - 205 წწ., მეორე - ძვ.წ. 200-196 წწ. მესამე - ძვ.წ. 172-168 წწ. და მეოთხე - ძვ.წ. 150-148 წლებში.


ძვ.წ. 58-50 წლებში რომის რესპუბლიკის მმართველმა იულიუს კეისარმა დასავლეთ ევროპაში "გალია" დაიპყრო.


image


ძვ.წ. 27 წელს ავგუსტუსმა რომის რესპუბლიკა იმპერიად გარდაქმნა და თავად რომის პირველი იმპერატორი გახდა.


661 -750 წლებში უმაიადის ოჯახის თაოსნობით ისლამური ხალიფატის დაპყრობითი ომები დაიწყო.


750-1258 წლებში აბასიდების დინასტიის პერიოდში ისლამური ხალიფატის დედაქალაქი - ბაღდადი, განათლების, ვაჭრობის და კულტურის ცენტრად იქცა.


ინგლის-საფრანგეთის ე.წ. "ასწლიანი ომი" 116 წელიწადს გაგრძელდა. 1337 წლიდან 1453 წლამდე. ამ ომს შეეწირა 3.5 მილიონი ადამიანი.


1258 წელს სულთნების აღზევება ხდება. მონღოლეი იღებენ ბაღდადს, თავად მუსლიმდებიან და იწოდებიან სულთნებად. განაგებენ ეგვიპტეს, სირიას და მთელ პალესტინას.


მე-14 საუკუნის 40-იან წლებში შავმა ჭირმა ევროპის მოსახლეობის მესამედი იმსხვერპლა.


1369 - 1506 წლებში თემურიდების პერიოდია. თურქ-მონღოლმა მეომარმა თემურმა ისლამური ხალიფატის ტერიტორიები დაიპყრო და მისმა ერთმა შთამომავალმა ჩრდილოეთ ინდოეთში მუღალის იმპერია დაამარცხა


1470 წელს დასავლეთ ევროპამ დაიწყო კოლნიალური მონებით ვაჭრობა. პირველად პორტუგალიამ აფრიკიდან მადეირაში ჩაიყვანა მუშახელი. ამან ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო და გაგრძელდა 400 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 130 მილიონი ადამიანი შეეწირა მონურ, სასინელ, ანტიადამიანურ, დამამცირებელ და უსამართლო ყოფას. როცა მონობა დასრულდა მარტო აშშ-ში 12 მილიონი აფრიკელი მონა იმყოფებოდა.


image


1516 - 1924 წლებში ოტომანების იმპერია შეიქმნა. ოტომანი თურქების მმართველობისას ისლამური ხალიფატის საზღვრები აღმ. ევროპამდე გაფართოვდა.


1607 წელს ვირჯინიაში მდებარე ჯეიმსთაუნი ჩრდილოეთ ამერიკის პირველი მუდმივი დასახლება გახდა.


1608 წელს ფრანგებმა კანადაში მდინარე სენ-ლორენზე ქალაქი კვებეკი დააარსეს.


1620 წელს პილიგრიმებმა მასაჩუსეტსში ქალაქი პლიმუთი დააფუძნეს.


1663 წელს ამერიკულმა კომპანიებმა ევროპასთან თამბაქოთი და ბეწვეულით ვაჭრობა დაიწყეს.


1763 წელს ამერიკაში ფრანგებმა თავისი კოლონიები ბრიტანელებს გადაულოცეს.


1773 წელს "ბოსტონური ჩაის სმა" დაიწყო. უზარმაზარი ბრიტანული გადასახადის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული აჯანყება.


1775-1783 წლებში ბრიტანეთის წინააღმდეგ 13 კოლონიის ომი მიმდინარეობდა, რომელიც 1776 წლის 4 ივლისს აშშ-ს შექმნით- დამოუკიდებლობის დეკლარაციით დაგვირგვინდა. ამას რევოლუციური ომი ეწოდა.


image


1793 წელს ელი უიტნი იგონებს ბამბის დამამაზადებელ დანადგარს.


1807 წელს ბრიტანეთში გაუქმდა მონებით ვაჭრობის აქტი და 1833 წელს შეწყდა ვაჭრობა.


1830 წელს ორთქლმავლის პირველი სამგზავრო სარკინიგზო ხაზი ბრიტანეთში გაიხსნა.


1833 წლამდე, სანამ 9 წლამდე ბავშვთა შრომა კანონით არ აიკრძალა, ქარხნებში 6 წლის ბავშვებიც კი 12-14 საათიანი გრაფიკით მუშაობდნენ.


1863 წელს აბრაჰამ ლინკოლნმა მონობა დაასრულა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ხელი მოაწერა "თავისუფლების აქტს".


1899 წელს სამხრეთ აფრიკაში მინერალებით მდიდარი ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად ბრიტანელები ომს უცხადებენ ჰოლანდიელ ბურებს.

image



0
594
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0