x
ჩემს სვანეთს
საქართველოში ულამაზესო, ჩემო ლამაზო, ჩემო სვანეთო,

აქით მესტიავ, იქით ლენტეხო, მიყვარხარ ჩემოვანეთო, დიდო სვანეთო.

სვანეთის ხიბლით და სილამაზით მოხიბლულია ყველა ტურისტი,

ვინც დაგინახავს, ყველას მოსწონხარ სვანეთო, შენი წმინდა ხატებით.


შენ სილამაზით შორს ხარ განთქმული, ირგვლივაც კლდეებით შემოქრგული,

კლდეების თავზე ჯიხვები დგანან, ლამაზ ტყეებში დათვები წვანან.

გაზაფხულზე ხომ დახატული ხარ, ზაფხულში კიდევ უფრო ლამაზი.

შემოდგომაზე სულ სხვა ხიბლი გაქვს, ზამთარშიაც ხომ არნახული ხარ.

სამი კუთხეა შენი სამყარო-დალის ხეობა, ლენტეხ-მესტია,

შენს სილააზეს თვალი ვერ აღწერს, ეს რომ არა ვთქვა, მეტის-მეტია.

ცას აზიდულან შენი კოშკები, Kლდეებში ბორგავს მძლავრი ენგური,

წმინდა გიორგი შენზე ლოცულობს, ამიტომმღერის ეს ჩემი გული.

მეამაყება მე რომ ვარ სვანი, შენი მშვენება და მახვშის სკამი.

ადათ-წესები ჩვენი, სვანური, ლოცვების მერე ზარის ხმაური.

სვანეთო, ჩემო დიდო სვანეთო, ულამაზესო დიდო სამყაროვ,

ღმერთის თვალით ხარ ამორჩეული, ჩემო მშობელო დიდო სვანეთო.

გაგრძელება იქნებასვანეთი


0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0