x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
68 წლის რიჩარდ გირი 34 წლის ქალზე ქორწინდება
imageმსახიობი უკვე სამი წელია ხვდება საფეხბურთო კლუბ "რეალის" ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილს ალეხანდრა სილვიას.


რიჩარდ გირი მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული, პირველი ცოლი გახლდათ 80-90-იანი წლების სუპერმოდელი სინდი კროუფორდი, ხოლო შემდეგ კი ფოტომოდელი და მსახიობი, "ბონდის ქალი"- კერი ლოუელი.

როგორც გაირკვა ფილმი "ლამაზმანის" ვარსკვლავი მესამედ გაყოფს თავს ოჯახურ უღელში, მისი რჩეული ესპანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ალეხანდრა სილვიაა, რომელიც ზუსტად ორჯერ უმცროსია მსახიობზე.

image


წყვილი სამი წელია ერთმანეთს ხვდება, სხვათა შორის გირმა სილვისათან შეხვერდა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ლოუელთან ოფიციალურად გაყრილი არ იყო.


პაპარაცებმა სილვიას თითზე ნიშნობის ბეჭედი მილანში საქველმოქმედო შეხვედრაზე შეამჩნიეს, თეთრი ოქროსგან დამზადებული კლასიკური ნიშნობის რგოლს ზედ მოზრდილი ბრილიანტი ამშვენებდა.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ გირმა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძლო განქორწინება კერი ლოულთან, განქორწინების პროცესი დასრულდა მხოლოდ 2016 წელს.

ისინი 2002 წელს დაქორწინდნენ, მანამდე წყვილი შვიდი წლის განმავლობაში ხვდებოდა ერთმანეთს, მათ საერთო შვილიც ჰყავთ.

ამერიკული ტაბლოიდები ცნობით, რიჩარდ გირი - დიდი ხანია ბუდიზმს მისდევს და სწორედ რელიგიის გამო გადაწყვიტა დაესრულებინა ქორწინება.

მსახიობს მობეზრდა გლამური ვარსკვლავური ცხოვრება, რომელიც მის ყოფილ მეუღლეს უყვარდა და მან მშვიდი, განდეგილი ცხოვრება არჩია, მაგრამ როგორც ჩანს, ალეხანდრა სილვამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა გირი, რომ კვლავ წითელ ხალიჩას დაბრუნებოდა.

image

3
518
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
518
  
2017, 17 დეკემბერი, 23:18
ჩემი უსაყვარლესი მსახიობი
2017, 17 დეკემბერი, 16:06
რა სწრაფად გარბის დრო? ეგ გინდოდა გეთქვა?
2017, 17 დეკემბერი, 16:05
მე გამაოცა იმან, რომ რიჩრდ გირი 68 წლისაა ააააააა
0 1 3