x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
შატილის მოსახლეობა ბოლო ათწლეულში 81%-ით შემცირდა
image


2002 წლიდან მოყოლებული, შატილის თემის სოფლების მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა. თუკი 2002 წელს, პირიქითა ხევსურეთში, 251 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, მათი რაოდენობა 48 ადამიანს არ აღემატება.


ადგილობრივი გამოცემა „მთის ამბების“ ცნობით, 2002 წლის მონაცემების მსგავსად, 2014 წელსაც, ყველაზე მეტი - 22 ადამიანი შატილში ცხოვრობდა.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თუ 2014 წელს ანდაქში არცერთი მუდმივი მცხოვრები არ ფიქსირდებოდა (17 ადამიანი 2002 წელს), მშობლიურ სახლ-კარში სოსო ზვიადაურის დაბრუნების შემდეგ, ანდაქს დღეს ის ასოფლებს. მისივე თქმით, შატილის თემის სოფლების აბსოლუტური უმრავლესობა დაცლილია.



2002-2014 წლებში ხევსურეთის 10 სოფელი მთლიანად დაიცალა

0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0