x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509057
თბილისში ლენინის ფოტო და საბჭოთა დროშა გამოჩნდა
image

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოსურათი, რომელიც დღეს დილით, თბილისშია გადაღებული. გარემოვაჭრეს საკუთარ ავტომობილზე ლენინის ფოტოთი საბჭოთა დროშა აქვს გამოფენილი. როგორც ფოტოს ავტორი, ნიკოლოზ ყიყიშვილი წერს, ფოტო სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.


როგორც ავტორი წერს, ფოტოს გადაღებისას მას შეეპასუხნენ და უთხრეს, რომ ლენინის დროს საქართველოში ცხოვრება ყვაოდა.


შეგახსენებთ, საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენებას კანონი კრძალავს... “თავისუფლების ქარტიის” მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს დაამტკიცა, აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენება საჯარო ადგილებში. საბჭოთა სიმბოლიკაა ყველაფერი, რაც საბჭოთა რეჟიმს უკავშირდება. კანონში არის ჩამონათვალი – საბჭოთა დროშა, ყელსახვევი, ჰიმნი, სტალინის ბიუსტები.



თუმცა, ამ სიმბოლოების საჯარო სივრცეში გამოყენებისთვის დღემდე არავინ არ დაჯარიმებულა.


image

2
298
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
298
  
2017, 14 დეკემბერი, 21:18
არ ვიცოდი,თუ აკრძალული იყო და თუ ასეა,მაშინ მთელი საქართველო სტალინის ბიუსტებითაა მოფენილი და მაშინ?...
2017, 13 დეკემბერი, 19:40
"კიდევ სად ვბანაობთ და ჭაობიდან ვერ ამოვედითო....."..არ უნდა შეუქმნა ადამიანს ისეთი პირობები და ცხოვრება,რომ ის დრო მოენატროს...გახედვაც აღარ უნდა უნდოდეს იქით..მაგრამ ვაი რომ))))
0 1 2