ჯანმრთელი კვება იდეალური სალათი, რომელიც ძალიან გემრიელი და სასარგებლოა 2017, 13 დეკემბერი, 9:03 ეს სალათი იდეალური ვარიანტია მათთვის ვინც დიეტაზეა. მას აქვს სასიამოვნო გემო, რომელსაც იოგურტი და ვაშლი იძლევა. იგი გამოირჩევა სხვა სალათებისაგან, იმით, რომ იგი ამცირებს კალორიების შემცველობას და გემრიელია. შემადგენლობა: ● წითელი კომბოსტო - 1/2 თავი ● ვაშლი - 1-2 ცალი ● ნიორი - 1 კბილი ● ლიმონის წვენი - 1 სუფრის კოვზი ● მარილი, წიწაკა - გემოვნებით ● ბერძნული იოგურტი - 4 სუფრის კოვზი. მომზადების წესი: ● გახეხეთ წითელი კომბოსტო. ● გაათბეთ ტაფა და დაასხით მასზე ზეთი, შემდეგ დააყარეთ კომბოსტო და დაელოდეთ მის დარბილებას, ურიეთ გამუდმებით. ● გაწმინდეთ ნიორი და დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად. დაამატეთ კომბოსტოს. ● ასევე გათალეთ ვაშლი, დაჭერით პატარა ნაწილებად და დაამატეთ სალათს. ● დაამატეთ იოგურტი და აურიეთ ყველაფერი ერთად. ● დაამატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ● მიირთვით გემრიელად! 242 7-ს მოსწონს
|