x
სიმსუქნე

მსოფლიოში 1, 7 მილიარდი ადამიანი უკვე იმყოფება წონასთან დაკავშირებული არაგადამდები imageდაავადებების გაზრდილი რისკის ქვეშ, დაახლოვებით 60 წლის წინ ჯინ ვეიგმა აღნიშნა მომატებული ნივთიერებათა ცვლის დარღვევის რისკი მუცლის ტიპის (ე.წ :ვაშლის ფორმის :)სიმსუქნით ადამიანებში, ფემორალური ტიპის (ე.წ. :მსხლის ფორმის :)სიმსუქნით დაავადებულ პირებთან შედარებით.ასეთ პირებში ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება იწვევს ინსულინის ცვლის დარღვევას რაც თავისთავად დაავადების განვითარების წინაპირობაა. .სიმსუქნის ხარისხის შეფასება სხეულის მასის ინდექსით ხდება, რაც კილოგრამებში გამოსახული წონის, მეტრებში გამოსახულ სიმაღლის კვადრატთან შეფარდებით გამოიანგარიშება.

ცხიმოვანი ქსოვილი არ ითვლება მხოლოდ ჭარბი ქსოვილების ინერტულ დეპოდ, იგი ენდოკრინულ ორგანოდაა აღიარებული ცხიმოვანი მასის მატებასთან ერთად იცვლება და წარმოადგენს ერთ -ერთ მთავარ წინაპირობას გულის იშემიური დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრის და მრავალი სხვა დაავადების განვითარებისას.ფარმაკოლოგიური პრეპარატებით დაწყებული წონის ქორექციამდე ჩვენს მიერ უნდა იქნას მიღწეული იმ საფრთხის გაცნობიერება, რაც სიმსუქნეს ახლავს . არანაკლები მნიშვნელობა აქვს მუცლის გარშემოწერილობას : მამაკაცებში იგი 94-102 სმ, ქალებში 80-88სმ.სხეულის მასის ინდექსი კი 25-29.0 მდე ნორმაა 30.0დან ზემოთ სიმსუქნე.გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი, მუცლის გარშემოწერილობა და თუ საფრთხის ზონაა დავიწყოთ ფიქრი წონის კორექციაზე

5
312
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაგნოლია
მაგნოლია
312
  
2012, 23 ივლისი, 13:33
სამედიცინო განათლება გაქვს?
2012, 23 ივლისი, 13:32
სიმართლე გითრა მერე ვინანე, რომ კრიტიკოსა არ დავირქვი. :) ასე მეძახდა თაყვანისმსემელი. :)
2012, 23 ივლისი, 13:27
ბატი რატომ დაირქვით?
2012, 23 ივლისი, 12:53
მინდა გირჩიოთ მათ ვინც დიეტაზე ხართ და ვერ იკლებთ ან იკლებთ უცებ და ისევ მალე ორმაგად იმატებთ. ეს თქვენი უნებისყოფობის ბრალი სულაც არაა. ეს ენდოკრინული დარღვევაა და აუცილებლად მიდით ენდოკრინოლოგთან და ჩაიტარეთ ჰორმონალური გამოკვლევა. აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ზოგიერთი ენდოკრინოლოგი არ აკეთებს სრულფასოვან გამოკვლევას და მოითხოვეთ გამოკვლევა ჩაგიტაროთ მეორე ტიპის დიაბეტზე. რადგან თუ ტქვენ უკვე რამოდენიმე წელია მუცლის ქონი გაწუხებთ აუცილებლად არსებობს 90%იანი როსკი რომ წარმოიქმნას მეორე ტიპის სჰაქრიანი დიაბეტი ანუ ინსულინორეზისტენტობა. ეს დაავადება წინაპირობაა პირველი ტიპის დიაბეტის წარმოქმნის და ამ შემთხვევაში პაციენტი ხდება ინსულინდამოკიდებული და სამუდამოდ ეთხოვება აგრერიგად საყვარელ ნაყინს, ტორტს, შოკოლადს, ან რაშორს წავიდეთ და თეთრ პურსაც კი.
ამიტომ ჩემი რჩევაა დროულად მოვახდინოთ დაავადების პრევენცია.
მე თვითონ ვარ ამ დაავადების მატარებელი და მხოლოდ ჩემმა პროფესიამ მომცა მისი დროულად აღმოჩენის საშვალება,თორემ მეც შეიძლება მხოლოდ მაშინ აღმომეჩინა როცა უკვე ძალიან გვიან იქნებოდა
0 1 5