x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ლიკა ქავჟარაძე, რომელმაც ალენ დელონს გაცნობაზე უარი უთხრა და 1987 წელს ქართველი მსახიობით მოხიბლული ფრანგული პრესა
image


ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს, "შადრევანი" - მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სწორედ აქედან დაიწყო მისი კინოკარიერა, 30-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, საზოგადოებამ განსაკუთრებულად მის მიერ განსახიერებული მარიტა შეიყვარა თენგიზ აბულაძის შედევრში "ნატვრის ხე"

image ლიკა ქავჟარაძემ დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ფილმებში: "პეპელა", "სათადარიგო ბორბალი", "ოჯახი" და ა.შ

აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ 1987 წელს კანის კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ ორი ქართველი მსახიობი გამოარჩია, ლევან აბაშიძე მარლონ ბრანდროს, ხოლო ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარეს..



ლიკა ქავჟარაძე ფოტო საქართველოს ეროვნული არქივი.

ლიკა ქავჟარაძე ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ ლიკა ქავჟარაძის გაცნობის სურვილი თავის დროზე ალენ დელონმაც გამოთქვა, თუმცა ქართველი მსახიობისგან უარი მიიღო. როგორც ყვებიან "ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმების რეტროსპექტივაზე პარიზში წარდგენილი იყო ფილმი, ჩვენებას ლიკა ქავჟარაძეც ესწრებოდა. პარიზში ყოფნის პერიოდი დაემთხვა მის დაბადების დღეს, რომელიც ქართველ მსახიობს "ეიფელის კოშკის" რესტორანში აღუნიშავს, საღამოს, რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ის ქუჩას ფეხით მიუყვებოდა, როცა მის წინ მანქანა გაჩერდა, ლიკა ქავჟარაძემ მანქანაში ალენ დელონი იცნო, რომელიც გაჩერდა და მისი გაცნობა უნდოდა, ამ დროს თურმე ლიკას ძალიან შეეშინდა, დაიბნა და სასწრაფოდ ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა სასტუმროსკენ.. image

image თავად მსახიობი ასე იხსენებდა ამ შეხვედრას: " მე ღამე მოვდიოდი ქუჩაში, პარიზში, უცებ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ალენ დელონი და ხომ იცი ისეთი მომენტი იყო კონტაქტი რომ უნდოდა და.. მე ჯერ ეს ერთი შემეშინდა, შევხედე და ეგრევე გამვაგრძე გზა, აუ ყველა ამბობდა ამის შემდეგ, რომ როგორ არ გაეცანი და ვერაფრით ვერ გავბედავდი."


imageლიკა ქავჟარაძე ფილმიდან "პეპელა"

0
6582
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Culture Express
Culture Express
6582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0