x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
როგორი ამინდი გველოდება უახლოეს მომავალში?

image

შემოდგომა, ასე თუ ისე, თბილი გამოდგა 2017 წელს, თუმცა ნოემბერი ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა საკმაოდ ცივი დასასრული ჰქონდეს ამ სეზონს.ბოლო დღეების განმავლობაში უკვე იგრძნობა აცივება.საქართველოს დედაქალაქის მაგალითზე, ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით, გუშინ და დღეს 6-7 გრადუსით დაეცა.ღამის საათებში დღეიდან ოთხი ღამის განმავლობაში ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცემა, კერძოდ, დღეს ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება, ხვალ -1, ზეგ -4, 26 ნოემბრის ღამეს კი -2.აქვე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ აღნიშნული ტემპერატურის ქარში მგრძნობელობა 2-3 გრადუსით დაბალია, შესაბამისად, 26 ნოემბერს, გვიან ღამით რეალური ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ამასთან, ხვალ ღამით შესაძლებელია მცირე თოვლიც მოვიდეს თბილისში. მაღალ მთაში კი უკვე დევს პირველი თოვლი.

image
სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა დეკემბრის თვის დასაწყისიდან, ძირითადად, მოსალოდნელია ძლიერი ყინვები ნალექის გარეშე, ასევე ვარაუდობენ, რომ ყინვას თან დაერთვება არც თუ ისე დაბალი სიჩქარის ქარი.მეტეოროლოგები განსაკუთრებულ ყინვას ელოდებიან იანვრის თვეში.საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ტემპერატურა -16– -17 გრადუსამდე დაეცეს.

იგივე პრობლემაა ევროპაშიც, სადაც ფიქრობენ, რომ ეს ზამთარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება, ძლიერ ქარს ელოდებიან ნოემბრის ბოლოს ჩრდილოეთ ევროპაში.

2
2731
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
2731
  
2017, 25 ნოემბერი, 15:59
წელს თოვლი ნაკლებად იქნება, ყინვები კი იქნება მოგეცათ ლხენა...
2017, 24 ნოემბერი, 21:08
აბა რაღას ლანძღავდნენ ნინო ჩხობაძეს,გამყინვარება რომ იწინასწარმეტყველა... ახდენილა და ეგ არის!
0 1 2