x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სად მიდის იმ ტერორისტების კვალი,რომელთაც დღეს თბილისი პანიკაში ჩააგდეს?!

image
ანტიტერორისტული სპეც-ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დასრულებულია.დაახლოებით 18-საათიანი ხმაურიანი შეტაკებების შემდეგ დაკავებულია ერთი დამნაშავე და ლიკვიდირებულია სამი. სამწუხაროდ, დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი, დაჭრილია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.

დაჯგუფების დაკავებული წევრი ჩეჩენი ეროვნებისაა, სამი ლიკვიდირებული დამნაშავის ეროვნება კი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება, ცნობილია მხოლოდ, რომ ისინი ქართველები არ არიან.კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი:ბინა, რომელშიც ტერორისტული დაჯგუფების წევრები იმყოფებოდნენ, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები ასლან ჯაბრაელოვის სახელზე იყო 7 წლის წინ, შემდეგ კი ბინა ოჯახის ნათესავზე გადაფორმდა, თუმცა ტერორისტული დაჯგუფების წევრებზე მისი გაქირავება ჯაბრაელოვის ცოლის ძმამ მოახდინა.ჯერჯერობით დაუდგენელია, აქვს თუ არა ჯაბრაელოვს ან მის ცოლის ძმას ტერორისტებთან რაიმე სახის კავშირი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანკისის ხეობელები ახლო ურთიერთობაში არიან ჩეჩენ მებრძოლებთან და ამას რამდენიმე წლის წინ პანკისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული სპეც-ოპერაციაც ადასტურებს.

არაა გამორიცხული, რომ ტერორისტების თბილისში ყოფნაში რუსეთის ხელი ერიოს.ამის ვარაუდის საშუალებას იძლევა 1999 წელს ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენები, როდესაც რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ომი დაიწყო.როგორც მოგვიანებით ალექსანდრე ლიტვინენკო ამტკიცებდა, მოსკოვში განხორციელებული კორპუსის აფეთქებები ჩეჩნებთან არ იყო კავშირში და ის რუსეთის სპეც-სამსახურების ნამოქმედარი იყო.ლიტვინენკო ასევე აღნიშნავდა, რომ ჩეჩნების მიერ დაღესტანში შეჭრაც რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ისმის კითხვა:ხომ არ სურს რუსეთს “ანტიტერორისტული სპეც-ოპერაციის" ჩატარების მოტივით საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს კავკასიაში?

4
246
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
246
  
2017, 25 ნოემბერი, 22:10
ნუ ეგ თემა შენ უკეთესად იცი,საბრძოლო იარაღების ცოდნაზე და ტექნიკაზე ვერ გეკამათები:)
2017, 25 ნოემბერი, 16:28
წესით სექტორებად უნდა დაეყოთ უბანი და სნაიპერებს უნდა ემუშავათ, არცერთ კადრზე ტყვიაგაუმტარი ფარი ვერ ვნახე.
ტვიამფრქვევის ნაცვლად ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ ერთჯერადი გაოყენების რეაქტიული ცეცხლმტყორცნი "შმელი", ტერორისტებსაც ამობუგავდა და არც მიცვალებლი გვეყოლებოდა და არც დაჭრილები. :(((
2017, 25 ნოემბერი, 16:12
გეთანხმები.რომ ვმუშაობთ,იმიტომ დავადგინეთ რომ ეს ჯგუფი თბილისში იმყოფებოდაო და რეალურად რომ ემუშავათ,არც უნდა ყოფილიყო ამდენი საბრძოლო მასალა იქ
2017, 25 ნოემბერი, 15:58
სასაზღვრო ძალების მთელი ხელმძღვანელობა უნდა მოხსნან და კონტრდაზვერვის ზოგიერთი ხელმძღვანელი "ბუზებს, რომ ითვლიან" მუშაობის ნაცვლად იმის გამო.
0 1 4