x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
როცა სიტყვები...

როცა სიტყვები კარგავენ ძალას, მაშინ, თვალები იწყებენ კარნახს, როცა ნაპირზე სულ მარტო ვზივარ, უენოდ ვფიქრობ, და ფიქრი მტანჯავს და ამ ფიქრების დასავიწყებლად, ვიგონებ რაგაც, უაზრო ზღაპარს,
imageროცა ტკივილი აღარ მასვენებს, თვალებზე ცრემლი, ჩუმ-ჩუმად ნამავს, ვერავის ვუმხელ ამ განცდებს რადგან, გასახსენებლად არ მყოფნის ძალა, და როცა ისევ, სულ მარტო ვრჩები, მე ვირჩევ ბილიკს სადაც შენ არ ხარ, განა იმიტომ რომ თავს გარიდებ, უბრალოდ აღარ მსურს მე შენი ნახვა, მე მიგაბარე უკვე ჩემს წარსულს რადგან, დამღალა გრძნობების ტალღამ, როცა მჭირდება მე შენთან ყოფნა, მაშინ შენ ჩემთან არასდროს არ ხარ, როცა თვალებით, გრძნობებით გშთანთქავ, თითქოს არ გესმის, ვერ იგებ ნათქვამს, მე მსურს ცხოვრება, მშვიდად და წყნარად, სწორედ ამიტომ, მე შენგან წავალ.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ბერიძე
თამარ ბერიძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0