x
მეტი
  • 11.06.2024
  • სტატია:135261
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509559
ბედნიერების რეცეპტი აინშტაინისგან
image

ოქტომბრის ბოლოს იერუსალიმში აუქციონზე გაიყიდა ალბერტ აინშტაინის ჩანაწერები, რომლებიც მან მას შემდეგ გააკეთა, რაც შეიტყო, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ჩანაწერები უკვე მონათლეს “ბედნიერების რეცეპტად."

იერუსალიმის Winner's-ის აუქციონის სახლმა ჩანაწერები 2017 წლის 24 ოქტომბერს გამოიტანა გასაყიდად. ერთი მათგანის საწყისი ფასი 2000 დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ 1, 56მლნ დოლარად გაიყიდა. მეორე კი 24 00 დოლარად იქნა გაყიდული.

ორივე ჩანაწერი იაპონიაში დაიწერა 1922 წელს. ფიზიკოსმა ისინი კურიერს გადასცა, რომელმაც სასიხარულო ცნობა მოუტანა: აინშტაინი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, მანამდე იგი უკვე იყო წარდგენილი ამ ჯილდოზე 1910 წელს, მაგრამ მხოლოდ 12 წლის შემდეგ გადაეცა ეს პრემია.


image

ეს ჩანაწერები ფიზიკოსმა სპეციალურად კურიერისთვის დაწერა და სთხოვა შეენახა, რადგან მომავალში დიდ ღირებულებას შეიძენდნენ. და არც შემცდარა!

პირველი ჩანაწერი, რომელშიც ბედნიერების რეცეპტია, ასე ჟღერს:“წყნარ და მშვიდ ცხოვრებას უფრო დიდი სიხარული მოაქვს, ვიდრე მოუსვენრობანარევ მისწრაფებას წარმატებისკენ."

მეორე ჩანაწერი ნებისყოფის ძალის პრობლემებს ეხებოდა და ამ საკითხზე აინშტაინის შეხედულებას გამოხატავდა:“ვისაც ნებისყოფა აქვს, გზასაც გამონახავს."

0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0