საზოგადოება ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველასთვის, ვისაც სურს ყოველთვიურად დამატებითი ჯიბის ფული გამოიმუშაოს 2017, 8 ნოემბერი, 17:46 იცოდით, რომ შესაძლებელია თქვენ მიერ გადაღებული ვიდეოს საშუალებით მიიღოთ ერთჯერადი ანაზღაურება?
- დიახ, თქვენი გადაღებული ვიდეო საშუალებით !
- დიახ, ინტერმედიასგან !
ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველასთვის, ვისაც სურს ყოველთვიურად დამატებითი ჯიბის ფული გამოიმუშაოს. ალბათ, დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ ინტერმედია გადაგიხდით ფულს ვიდეოებში. ამისთვის კი მხოლოდ თქვენი სმარტფონი დაგჭირდებათ. დღესდღობით ხარისხიანი ვიდეოს გადაღება გამარტივებულია, თანაც ჩვენთვის უფრო მეტად საინტერესოა ვიდეოს შინაარსი და არა მისი ხარისხი. მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად: თქვენ გადაიღებთ ვიდეოს, გამოგვიგზავნით, ჩვენ კი სამი დღის განმავლობაში დაგიკავშირდებით და შეგატყობინებთ საბოლოო ინფორმაციას ჩვენი პირობების შესახებ. ვიდოს გამოგზავნისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ აუცილებლად მიუთითოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა ვიდეოს გადაღების თარიღი, ადგილმდებარეობა და დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი ვიდეო არ განიხილება. ასევე უნდა იცოდეთ, რომ ჩვენთან გამოგზავნილი ვიდეოს ინტერმედიას ოფიციალურ გვერდზე განთავსებისას, თქვენ ვეღარ შეძლებთ სხვა სივრცეშიც გაავრცელოთ იგი, რადგან ინტერმედია იტოვებს ექსკლუზივისა და საავტორო მასალის უფლებას. ჩვენ გიხდით ფულს ვიდეოებში, გამოგვიგზავნე შენი ვიდეო: video@intermedia.ge 1482 12-ს მოსწონს
|