x
image
თეონა გორდეზიანი
ქალს ძლიერს უმამაკაცობა ხდის

ქალი... ქალი ძალიან ნაზი და სუსტი არსებაა, თუ მამაკაცების შემთხვევაში
ეს ინსტიქტებსა და სითამამეში გამოიხატება, ქალების შემთხვევაში ამას ემოცია
განსაზღვრავს. "რა სურთ ქალებს" ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემასაც
ბევრი შეეცადა, მაგრამ ამაოდ. ქალის სამყარო უკიდეგანოა, ერთი შეხედვით
თითქოს ძალიან დიდი სიმარტივეა ქალის ფენომენში, მაგრამ ეს ასე არაა...


image
ქალის დახშულობა მხოლოდ იმის ბრალია, რომ მან ვერ ნახა მეორენახევარი,
რომელიც მის სამყაროს დაინახავდა და ამოიცნობდა ისეთს, როგორიც არის.
ქალის სამყარო მრავალფეროვანია, სწორედ მრავალფეროვნებაა მისთვის საჭირო,
რომ ქალმა მეტად და თამამად დაგვანახოს საკუთარი თავი.

ქალისთვის აუცილებელია იგრძნოს თავი საჭიროდ მამაკაცის ცხოვრებაში,
ის ძალიან ემოციურია, ეს ემოციები კი სიყვარულზე, საჭიროების განცდაზე და
მათი როლის მნიშვნელობაზე გადის.

მამაკაცებო – აგრძნობინეთ ქალს, რომ ის ერთადერთია, რომ მის გარეშე თქვენ
ძალიან გაგიჭირდებოდათ და ის ძალიან საჭიროა თქვენი ცხოვრებისათვის,
როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ქალი ის თავისზე ძლიერ მამაკაცს ეძებს და
არა იმისათვის, რომ მან ქალს თავისუფლება შეუზღუდოს, არამედ იმიტომ,
რომ მან მისცეს ქალს უფლება იყოს სუსტი. ეს რემარკის სიტყვებია...
ქალს სჭირდება განცდა, რომ ის დაცულია, რომ მის გვერდით არიან და
მასზე ზრუნავენ, პატარა ბავშვივითაა, რომელიც მფარველს ეძებს. მიეცით
მას დაცულობის შეგრძნება.

მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ქალის ბედნიერება ამოუცნობი ფენომენია და იმდენად
რთული, რომ მისი ახსნა შეუძლებელია, სინამდვილეში კი ყველაფერი ძალიან
დიდ სიმარტივეშია. ქალისათვის მთავარია უყვარდეთ და ზრუნავდნენ თუნდაც
მის ღიმილზე, არ დაგავიწყდეთ აუცილებელია ყურადღება და მზრუნველობა.


აჩუქეთ მას სიყვარული, რასაც ითხოვს და ის სანაცვლოდ მთელ სამყაროს
გაჩუქებთ. ასეთია ქალის ფსიქოლოგია, ქალი ძლიერი არ იბადება ქალს
ძლიერს უმამაკაცობა ხდის...

0
272
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0