x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჰოლანდიური სოფელი,სადაც ყოველ მაცხოვრებელს უთვალთვალებენ
image


ეს გახლავთ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სოფელი ჰოლანდიაში, რომელიც ქალაქ ვისპის გარეუბანში მდებარეობს. სოფელში სულ რაღაც 152 მაცხოვრებელია, რომლებიც ჩვეულებრივად ცხოვრობენ: ჭამა, ძილი, დადიან მაღაზიებში, თუმცა ერთი განსხვავებით, - თითოეული მათგანს ფხიზლად უთვალთვალებენ.


image

ყველა მაცხოვრებელი ხანშიშესული ადამიანია, რომელიც დემენციით არიან დაავადებულები, ჰოლანდიური სოფელი-ეს არის სამკურნალო დაწესებულება, სადაც პაციენტები არ არიან ჩაკეტილი პალატებში, ჩვეულებრივ ცხოვრობენ, დადიან მაღაზიებში, რესტორანში და ამასთანავე არც იციან, რომ იმყოფებიან ფსიქიატრიულ კლინიკაში.


image

იზოლირებული სოფელი Hogeweyk-ი წარმოადგენს სახლების კომპლექსს სადაც კომფორტულად მოწყობილი ინფრასტრუქტურაა, ხეივნებით, ბაღებით, მოედნით, საპარიკმახეროთი, რესტორნით და მცირე თეატრითაც კი.

image

სახლები იმ პერიოდის მიხედვითაა მოწყობილი, როდესაც პაციენტს ცნობიერება დაუბინდდა:50-იანი, 60-იანი, 70-იანი და 2000 -იანი წლების სტილშიც კი.

image

პაციენტებს შეუძლიათ თავისუფლად ისეირნონ, დაისვენოთ პარკში, მოიხიბლონ მშვენიერი ლანდშაფტით. მაგრამ მათ გარდა, სოფელი სავსეა სამედიცინო პერსონალით, - ექიმებით და ექთნებით. ისინი წარმოადგენენ "მოლარეებს" მაღაზიაში, "საოფისე მუშაკებს" და ა.შ.

image


Hogeweyk-ის კომპლექსი შეიქმნა ივონ ვან ამერონგენის მიერ 2009 წელს. კლინიკის დამფუძნებელი თავის დროზე მუშაობდა მოხუცთან სახლში და კარგად ერკვევა დემენციით დაავადებულთა მახასიათებლებით. ამასთანავე ხანდაზმულთა მოვლა ნათესავებს აქ უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე სადღეღამისოდ დაქირავებული მედდა.

image

2011 წელს Hogeweyk-ის კლინიკა ნომინირებული იყო Niek de Jong Prize-ის პრემიაზე, როგორც ხანდაზმულთა დახმარების საუკეთესო პროექტი, ხოლო 2013 წელს კომპლექსმა მიიღო Highly Commended Award-ის ჯილდო, დემენციით დაავადებულ ადამიანებზე მზრუნველობის საუკეთესო კონცეფციისათვის.


imageფოტოზე:ივონ ვან ამერონგენი(მარჯვნივ)


imageიხილეთ აგრეთვე


0
244
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0