x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნიკოლა სტერჯონი : შოტლანდია და ირლანდია ბრექსიტის პროცესში მოკავშირეები არიან

ლეო ვარადკარი და ნიკოლა სტერჯონი


ნიკოლა სტერჯონმა განაცხადა, რომ შოტლანდია და ირლანდია მოკავშირეები არიან ბრექსიტის მოლაპარაკებებში.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა განუცხადა ბიზნეს ლიდერებს დუბლინში, რომ ის მოითხოვს ირლანდიას შეუნარჩუნდეს ღია საზღვარი, მას შემდეგ რაც გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს.

მან ასევე განაცხადა, რომ ირლანდიის რესპუბლიკას და შოტლანდიას აქვთ საერთო პოზიციები ყველა საკითხთან, რომელიც დაკავშირებულია ბრექსიტთან.


ქალბატონი სტერჯონი შეხვდა ირლანდიის პრემიერ მინისტრს ( ლეო ვარადკარს ) ცოტახნით ადრე, რათა განეხილა ორივე ქვეყნის პოზიცია ბრექსიტის შესახებ.

ეს იყო მათი პირველი შეხვედრა, მას შემდეგ რაც ვარადკარი აირჩიეს ირლანდიის პრემიერ მინისტრად და სტერჯონის მეორე ვიზიტი ირლანდიის რესპუბლიკაში, მიმდინარე წლის განმვლობაში.

მოგვიანებით იგი წარდგა 1500 ბიზნესმენის წინაშე სიტყვით და აღნიშნა, რომ ევროპის ერთიან ბაზარზე და საბირჟო კავშირში დარჩენა იყო ნათელი პასუხი ამ მოლაპარაკებებზე.

‘ნამდვილი კომპრომისი’

მან განაცხადა : „ ის ფაქტი, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გეგმავს ევროკავშირის დატოვებას, ნიშნავს იმას, რომ შოტლანდია - როგორც ირლანდია და ისევე, როგორც ჩრდილოეთ ირლანდია - დგას დილემის წინაშე, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია.“

„ჩვენ უნდა დავრჩეთ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრებად, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან ყველაფერი ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ხდება. ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამის გამო.

თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ თუ გაერთიანებული სამეფო გადაწყვეტს ევროკავშირის დატოვებას, ის უნდა დარჩეს ერთიან ბაზარზე და საბაჟო კავშირის წევრად.

ჩემი აზრით, ეს არის აშკარა კომპრომისული გამოსავალი. ეს დემოკრატიულად გამართლებულია - რეფერენდუმზე გაერთიანებული სამეფოს ოთხი ქვეყნიდან, ორმა დარჩენა გადაწყვიტა.“

დუბლინის პალატაში სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე ხაზი გაუსვა შოტლანდიასა და ირლანდიას შორის სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს და აღნიშნა, რომ გლობაური ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანია ფართო ფენების ჩართულობა და საერთო ინტერესები.

ქალბატონმა სტერჯონმა განაცხადა, რომ ერთიანი ბაზრის დატოვებამ შეიძლება დააზიანოს შოტლანდიელი ბიზნესმენები, უნივერსიტეტები, ვაჭრობა და დასაქმების სფერო.

თითქმის ყველა საკითხზე, რომელიც უკავშირდება ბრექსიტს, ირლანდიის პარლამენტი და ირლანდიის ბიზნესმენების საზოგადოება მთლიანად - ჰყავს მოკავშირეები შოტლანდიაში - განაცხადა პირველმა მინისტრმა.

„ისევე როგორც თქვენ, ჩვენც არ გვინდოდა ბრექსიტი. თქვენსავით ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთო ბაზრის და საბაჟო კავშირის წევრობას და ისევე როგორც თქვენ, ჩვენც ვიცით რომ ირლანდიის ვითარება ითხოვს განსხვავებულ ყურადღებას და ჩვენც ვითხოვთ ღია საზღვარს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოზიციები შედის შოტლანდიის, ირლანდიის და ამ კუნძულებზე მცხოვრები ხალხის ინტერესებში.“

მან უთხრა ბიზნესმენებს, რომ გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები არის გამოწვევა სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების აშენებისთვის.

მან დაამატა : „ შოტლანდიაში, რათქმაუნდა, ყვრლაფერი კარგად არ აქვს მაგრამ ისევე როგორც ირლანდიაში - ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ გამოვყავით საკითხები.

ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და მორალური სტრატეგია და ეს არის ასევე გადამწყვეტი ჩვენი ეკონომიკური სიძლიერისთვის.“

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გირგვლიანი
თამუნა გირგვლიანი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0