x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წყვილმა შეიფარა ძაღლი, რომელმაც მათი ქორწილი ,,გააფუჭა"
image

ჩვეულებრივ, ქორწილში აურზაურს ყოფილი შეყვარებულები ან ჩხუბისთავი ნათესავები ტეხენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მაწანწალა ძაღლი იყო.

imageმერილის და მეთის ქორწილი იმით დაიწყო, რომ საკურთხეველთან მისვლა მაწანწალა ძაღლმა დაასწროთ, რომელმაც ეკლესიაში შეპარვა მოახერხა. ძაღლი გააგდეს და ცერემონია განახლდა და როცა წყვილი მზად იყო ფიცი წარმოეთქვა, მათ უკან სიცილი ატყდა. ძაღლი კვლავ შეპარულიყო ეკლესიაში, ნებივრად წამოწოლილიყო პატარძლის გრძელ თავსაბურავზე და თვლემდა.

imageimage
“ჩემთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რადგან ძალიან მიყვარს ცხოველები"-ამბობს მერილი. პატარძლის სურვილი გაითვალისწინეს და ძაღლი აღარ გაუგდიათ, პირიქით, საჭმლით გაიმასპინძლდნენ.


imageქორწილის შემდეგ მეთმა და მერილიმ გადაწყვიტეს ძაღლი მოეძებნათ და მასზე ეზრუნათ. ძებნამ თითქმის ერთ კვირას გასტანა და წარმატებით დასრულდა. ახლა ძაღლს აქვს სახელი-სნუპი, სახლი და ყავს მოსიყვარულე პატრონები.

imageimage

0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0