x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133843
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მწერალი ,,ნებისყოფიანი,, მკითხველისთვის
1897 წლის 25 სექტემბერს მისისიპის შტატში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა ნობელიანტი მწერალი უილიამ ფოლკნერი.

რთული, ჩახლართული ფრაზები, გრძელი წინადადებები, აზრის სიდიადე-ეს ფოლკნერის ხელწერაა. ის არ არის ყველას მწერალი. მოუმზადებელი, კითხვაში გაუწაფავი მკითხველი არც მოისურვებს მასთან დარჩენას, რადგან ის დამღლელია.

ალბათ ბევრმა იცის ჰემინგუეის და ფოლკნერის მუდმივი ქიშპობის შესახებ. პირველს მისი არ ესმოდა, რადგან თვითონ გამოირჩეოდა სხარტი, მოქნილი, დახვეწილი სტილით და ფოლკნერის შემოქმედება სრულ ლიტერატულრულ კონტრასტს ქმნიდა მის მინიმალისტურ სტილთან.

image



სამაგიეროდ, ის დამსახურებულად მიიჩნევა ექსპერიმენტული ტრადიციის ერთგულ მწერლად, ვირჯინია ვულფის, მარსელ პრუსტის და ჯეიმს ჯოისის მსგავსად. ისინი ხშირად მიმართავდნენ ცნობიერების ნაკადს, რაც საკმაოდ ხშირად გადადიოდა მონოლოგში, მაშინ, როცა პირველი ხასიათდება რამდენიმე მთხრობლით, დროში ხშირად მონაცვლეობით, გრძნობათა და ემოციათა შეჯახებით, ერთგვარი ქაოსით...


ოჯახი

1929 წელს ფოლკნერი დაქორწინდა ესტელ ოლდჰემზე. წყვილი საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მათ ეყოლათ გოგონა- ჯილი.


შემოქმედება და ჯილდოები

1949 წელს მიიღო ნობელი ამერიკულ ლიტერატურაში განსაკუთრებული წვლილისთვის. მანამდე მიღებული ჰქონდა სხვადასხვა, შედარებით მცირე ლიტერატურული ჯილდოები.

მოგვიანებით, 1987 წლის 3 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სერვისმა ფოლკნერის პატივსაცემად 22-ცენტიანი საფოსტო მარკა შემოიღო. ფოლკნერს არ უყვარდა პოპულარობა, ყურადღების მიქცევა და წარმატებებით თავის მოტანა.

მას განსაკუთრებული წარმატება მოუტანეს ნაწარმოებებმა : “ ხმაური და მძვინვარება“, “ აგვისტოს ნათელი“ და “გამტაცებელნი“.

“ხმაური და მძვინვარებაში“ ცნობიერების ნაკადის, როგორც წერის ტექნიკის გამოყენება -განსაკუთრებით, თვალშისაცემია. თითქოს არეულია დრო, ერთმანეთს ეჯახებიან შეგრძნებები, ემოციები, მკითხველი იკარგება პარალელურ მოვლენებს შორის და გონების საკმაოდ დიდ დაძაბვას საჭიროებს. ამ ნაწარმოებში ასევე შეიმჩნევა დაბადების ადგილის გავლენა მწერალზე. იგი წარმოაჩენს მისისპურ ოჯახს, რომლის მთელი ძალისხმევაც კონცენტრირებულია დაკარგული რეპუტაციის აღდგენაზე.

“საროსტოსი“ იგივე “დროშები მტვერში“ გამოირჩევა ასევე ჩახლართულობით, სიუჟეტი გრძელია, კითხულობ და ერთი სული გაქვს დამთავრდეს, ამავდროულად, ამბავიც გიტაცებს და გითრევს, მაგრამ რაც გღლის, ეს ისევ ცნობიერების ნაკადია, მეორე მხრივ, მაინც გაინტრიგებს, ელოდები, როგორ დასრულდება, ბოლო არ ჩანს, მაგრამ თანდათან ხედავ, რომ არა, საკუთარი ბედის გამრიგე შენ არ ხარ, არამედ -ბედისწერა.


ფოლკნერს არ ჰყავს ბევრი მკითხველი, სამაგიეროდ, მისი მკითხველი განათლებულია და აფასებს მას. დროში მოგზაურობაზე, ცნობიერების ნაკადის ასე ხშირად გამოყენებაზე ის ამბობდა : ეს ხალხი მე მეკუთვნის, და უფლება მაქვს დროში ვამოგზაურო, როცა დამჭირდება”,


მას ასევე იცნობენ ნაწარმოებებით: “მონაზვნის რეკვიემი“ “იგავი“ “სახლი“ “ თუ დაგვივიწყებ, იერუსალიმო“


მიუხედავად იმისა, რომ მას ნამდვილად არ ჰყავს ბევრი მკითხველი, მან უდიდესი როლი ითამაშა მოდერნისტულ ლიტერატურაში და დამსახურებულად ჩაეწერა ნობელიანტი მწერლების სიაში,


უილიამ ფოლკნერი 1962 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა, დაკრძალულია ამერიკაში, მისისიპის შტატში.


image




2
76
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
76
  
2017, 25 სექტემბერი, 23:57
მეც მიყვარს ჰემინგუეი, ულამაზესი სტილი აქვს,მაგრამ ფოლკნერი უნიჭიერესია
2017, 25 სექტემბერი, 23:56
კარგი სტატიაა, მაგრამ მე მაინც ჰემინგუეის მხარეს ვარ. :)
0 1 2