x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ქარიშხალი "ირმა" და "ჰარვი" ხელოვნურად გამოწვეულია და ვლადიმერ პუტინს გააჩნია ამის მტკიცებულება

image

ქარიშხლების სერიამ, რომელმაც აშშ-ს გადაურა ხელოვნურად არის გამოწვეული და ამის მტკიცებულება რუსეთს გააჩნია, აღნიშნავს გამოცემა Yournewswire.com.-ი.


გრიგალმა "ჰარვიმ" და "ირმამ", რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძირფესვიანად გაანადგურა რამდენიმე კუნძული კარიბის ზღვაში და მოიტანა მსხვერპლი და ნგრევა ფლორიდის სანაპიროზე, არის აშშ-ს კლიმატური ცვლილებების სახელმწიფო პროგრამის(HAARP) შედეგი და ამის მტკიცებულება რუსეთს გააჩნია.


image



როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სულ მალე წარუდგენს მსოფლიოს ფოტომტკიცებულებებს, რომელიც რუსული მეტეოროლოგიური თანამგზავრის, Elektro-L No.1 მიერ არის გადაღებული და ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ აშშ-ს მთავრობამ, სადაზვერვო სააგენტოების უშუალო მონაწილეობით დააპროექტა ქარიშხლების ტალღა, რომელმაც გაანადგურა ამერიკის სანაპიროს დიდი ნაწილი.

კრემლის ინსაიდერების ცნობით, პუტინი თითქოს და ამის შესახებ განცხადებას საშობაოდ გააკეთებს.


პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ ქარიშხალი ადამიანის მიერ, ხელოვნურად არის გამოწვეული შეიძლება გაზვიადებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ მსგავსი ცვლილებები ამინდსა და გეოინჟინერიაში კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა, აღნიშნავს გამოცემა.


image


ასეა, თუ ისე, ამას წინათ მსოფლიოში სახელგანთქმულმა მეცნიერმა, დოქტორმა მიჩიო კაკუმ პირდაპი ეთერში განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე კარგა ხანია შეუძლია ხელოვნურად გამოიწვიოს გრიგალი, მიწისძვრა და ცუნამი.


CBS- სთვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტმა განაცხადა, რომ ბოლო დროის "ხელოვნური" ქარიშხალი იყო მთავრობის პროგრამის შედეგი, რომელიც ამინდის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა, სადაც ატმოსფერო ხელოვნურად გაჯერებული არის "ქარიშხალი ნანონაწილაკებით", რის შემდეგაც ნიმუშები ლაზერების საშუალებით აქტიურდება.


90-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ე.წ. მაღალი სიხშირის აქტიური რადიოტალღების კვლევითი პროგრამა (HAARP), როგორც იონოსფეროს კვლევის პროგრამის ნაწილი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების, აშშ-ის საზღვაო ფლოტის, ალასკას ფარბანკის უნივერსიტეტსა და თავდაცვის მოწინავე კვლევითი სააგენტოს (DARPA) პროგრამის ნაწილია.


ბევრი ექსპერტის აზრით, HAARP- ს შეუძლია ამინდი მოქმედ იარაღად აქციოს:გამოიწვიოს გვალვა ან ქარიშხალი, წყალდიდობა და მიწისძვრა.




4
1126
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1126
  
2018, 30 დეკემბერი, 9:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 25 სექტემბერი, 12:44
სტატია ჯიგარია. მე პრინციპში მჯერა ამისი. სავსებით შესაძლებელია.
2017, 24 სექტემბერი, 19:29
ტექტონიკურ იარაღზე სსრკ–ს დროს ერთი ცნობილი ქართველი მეცნიერიც მუშაობდა.
0 1 4