x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134519
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
უფალი ბრძანებს...თუ შემოწირულობას არ გაიღებთ, ბალახსაც კი არ მოგცემთ საჭმელად

image

ცოტნე გამსახურდია დაფარულ მეუდაბნოე ბერთთა მიმართვას სოციალური ქსელით ეხმაურება, რომელიც მომავლის გადამრჩენი საღვთო ფონდი შეიქმნას მოთხოვენ, რადგან თურმე დიდი განსაცდელი და შიმშილობა ახლოვდება:


"ამ კლინიკაში ვნახოთ, აბა, რა ხდება...
თანაც, ასეთ მოწოდებებსაც ავრცელებენ: თუ შემოწირულობას არ გაირებთ, უფალი ბალახსაც კი არ მოგცემთ საჭმელადო ვინ იცის, რამდენი ბრიყვი გადაურიცხავს... ამ ქვეყანაში საერთოდ რაიმე კანონ არსებობს ერის ფსიქიური უსაფრთხოების დაცვის, რელიგიური თუ სხვა სახის ფსიქოზის ან ტოტალიტარული სექტების შესახებ?!
სიტყვა "სექტამ" არ შეგაშინოთ, ის შეიძლება მილიონობით წევრს ითვლიდეს ჩვენი ეკლესია თავის ლელა კაკულიებით, ნემსებიანი თოჯინებით, ციანიდებითა და წმინდანების ნაწილებით ვაჭრობით, სწორედ რაღაც მახინჯი სექტანტური წარმონაქმნია და არა - ქრისტეს მიწიერი სხეული, რაზეც აქვს პრეტენზია.


აჰა, დატკბით
"დაფარული მეუდაბნოე ბერებისა და ხალხის თხოვნით ვავრცელებ:
მოგესალმებით მეგობრებო! თქვენ გენაცვალეთ! ვინაიდან ანგარიშის ნომრის (საბანკო რეკვიზიტი: ლიბერთი ბანკი-GE**********) აღებამ, ასეთი დადებითი რეზონანსი გამოიწვია, ბოლოჯერ დავდებ, რახან მოითხოვს კეთილი ხალხი..
გთხოვთ, უკანასკნელად წაიკითხეთ გულდასმით და არ გაატაროთ ყურადღების მიღმა, გაავრცელეთ ყველგან და ვისაც შეგეძლებათ გავიღთთ მცირე თუ დიდი შესაწირი, რომ უფლის კურთხევა შესრულდეს და მომავლის გადამრჩენი საღვთო ფონდი შეიქმნას! რადგან დიდი განსაცდელი შიმშილობა ახლოვდება.. უფალი ბრძანებს: იმ ზომამდე ვცდილობ შვილებო, რომ გაგაფრთხილოთ და გადარჩეთ, რადგან თუ არ მიიღებთო ჩემს გაფრთხილებას და შესაწირს არ გაიღებთო ბალახიც კი არ გექნებათ საკვებადო.. ამიტომ მოგიწოდებთ გამოფხიზლებისკენ, რომ დამეხმაროთ და დიდი გასაჭირის დროს მე გიშველითო საკვებითაც.. დავეხმარებით უფლის რჩეულ ბერებს, მათ და ჩვენს გადარჩენაში..უფალი მოიღებს მოწყალებას და დააჩქარებს იბერიის გაბრწყინების პროცესს.. მამა გაბრიელის სულიერი ძმები დაფარული მეუდაბნოე ბერები დიდი ხანია იღვწიან ერის გადასარჩენად და მომავლის იბერიის გაბრწყინებისთვის დიდი ხანია ლოცულობენ და იბრძვიან, რისი მოწმე, მე და ჩემი მეგობრები ვართ.. ეს ბერები ეკლესიის ბურჯებიცაა და ხალხის მშველელი, პატრიარქთან ერთად.."
image

0
166
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0